საქართველოდან ყველაზე მეტი სტუდენტი სასწავლებლად გერმანიაში მიდის

საქართველოდან ყველაზე მეტი სტუდენტი სასწავლებლად  გერმანიაში მიდის

საქსტატის ინფორმაციით, 2014-2015 სასწავლო წლისათვის უცხოეთში უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოდან 434 სტუდენტი წავიდა, ხოლო საქართველოში სასწავლებლად 4780 უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდა.

აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი სტუდენტი – 92 გერმანიაში წავიდა სასწავლებლად, მეორე ადგილზეა პოლონეთი 52 სტუდენტით, მესამეზე ესტონეთი 31 სტუდენტით.

2014-2015 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ უცხოელ სტუდენტთა შორის ყველაზე მეტი სტუდენტი – 1372 აზერბაიჯანელია, მეორე ადგილზეა ინდოეთი 1104 სტუდენტით, მესამეზე ერაყი 657 სტუდენტით.

 

ქვეყანა

2014-2015 სასწავლო წელს საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული სტუდენტების რაოდენობა

გერმანია

92

პოლონეთი

52

ესტონეთი

31

თურქეთი

28

ლიტვა

26

ლატვია

22

ესპანეთი

16

იტალია

15

რუმინეთი

14

პორტუგალია

13

 

ქვეყანა

უცხოელი სტუდენტების რაოდენობა

აზერბაიჯანი

1372

ინდოეთი

1104

ერაყი

657

თურქეთი

492

ნიგერი

335

შრი-ლანკა

219

რუსეთი

157

ნიგერია

143

ირანი

39

აშშ

25

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *