მომხმარებელთა ნდობა შემცირებას განაგრძობს

მომხმარებელთა ნდობა შემცირებას განაგრძობს

თებერვალში მომხმარებელთა ნდობის ინდექსი -35.6-მდე შემცირდა. აღნიშნულ ინდექსი ეკუთვნის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პოლიტიკის კვლევით ცენტრს. ინდექსი ასახავს, თუ რამდენად ოპტიმისტურად/პესიმისტურად არის საქართველოს მოსახლეობა განწყობილი არსებული ეკონომიკური სიტუაციის და მომავალი ეკონომიკური პერსპექტივების მიმართ.

-35.6 ნიშნავს, რომ 100 გამოკითხული ადამიანიდან დაახლოებით 36-ით მეტმა უპასუხა, რომ პესიმისტურად არის განწყობილი. ანუ, 100-დან 68 მიიჩნევს, რომ ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა. ხოლო, 100 გამოკითხულიდან 64-ს ნეგატიური მოლოდინი აქვს მომავლის მიმართ.

მომხმარებელთა ნდობის ინდექსმა მნიშნელოვანი გაურესება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, -13.7-დან -35.6-მდე შემცირდა.

მომხმარებელთა ნდობა მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რადგან მას გავლენა აქვს როგორც მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, ასევე მომავალ ბიზნეს გადაწყვეტილებებზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *