ქართული პანორამის სპონსორმა პაშა ბანკმა, რომელიც წარმოადგენს სრული კორპორატიული მომსახურების ბანკს, თბილისის მე-15 თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველოს ეროვნული კონკურსის გამარჯვებული ფილმი “მე ვარ ბესო” დააჯილდოვა. თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდა დეკემბრის პირველ კვირაში. პაშა ბანკისთვის აღნიშნული კულტურული ღონისძიების სპონსორობის მთავარი მოტივატორი ქვეყანაში კინოინდუსტრიისთვის ხელშეწყობა იყო. თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები განაწილდა ორ კატეგორიაზე – საერთაშორისო კონკურსი და ქართული პანორამა. საუკეთესო ქართული ფილმის რეჟისორს და პროდიუსერს პაშა ბანკმა გადასცა სპეციალური საჩუქარი – ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის საგზურები.
“მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ქართულ კინემატოგრაფიას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის, კერძოდ ქართული პანორამის, მეშვეობით. მჯერა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარების მომსწრენი გავხდებით”, განაცხადა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
“ქართულ კინემატოგრაფიას მდიდარი ისტორია აქვს. საბჭოთა ეპოქაში ქართული კინო დიდი პოპულარობით სარგებლობდა და გამოირჩეოდაკრეატიულობით და დინამიურობით. როგორც იტალიელმა რეჟისორმა ფედერიკო ფელინიმ ერთხელ აღნიშნა “ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო”. მაგრამ ეკონომიკური კრიზისის შედეგად, რომელიც მოყვა საქართველოს დამოუკიდებლობას, მეტად რთული გახდა ფილმების გადაღება, თუმცა დღესდღეობით ქართული ფილმების ხარისხი და ტემპი უფრო და უფრო იმედის მომცემი ხდება და ის ფილმები, რომლებიც ჩვენ ამ ფესტივალზე ვნახეთ, ამის ნათელი დადასტურებაა”, თქვა მამმადოვმა.
დატოვე კომენტარი