პაშა ბანკმა, რომელიც წარმოადგენს სრული კორპორატიული საბანკო მომსახურების ბანკს, Caspian Energy-სგან მიიღო ჯილდო – “წლის ბანკი”. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, პრიზი და დიპლომი პაშა ბანკი საქართველოს გენერალურ დირექტორს – შაჰინ მამმადოვს გადასცა. პაშა ბანკი წარმოადგენდა კასპიის ზღვის ენერგეტიკის ფორუმის ოქროს სპონსორს, ვინაიდან ბანკის გააჩნია მიზანი ხელი შეუყოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას. ფორუმი გაიმართა თბილისში 2014 წლის 14 ნოემბერს. მასში მონაწილეობდნენ წამყვანი სამთავრობო და კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლები.
ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება თბილისში კასპიის ზღვის ევროპული კლუბის (CEIBC)ძირითადი შეხვედრის სახით.
კასპიის ზღვის ენერგეტიკის ფორუმის პირველი ნაწილი შეეხებოდა კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვების ქვეყნების ენერგეტიკული ინტეგრაციის საკითხებს. ფორუმის სპიკერების, დელეგატებისა და მონაწილეების მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა საქართველოს როლი ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების სექტორში, სამხრეთის კორიდორის პროექტსა და კასპიის ზღვის რესურსების ათვისების პოტენციალში.
“2014 წლის კასპიის ზღვის ენერგეტიკის ფორუმი წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროების განსახილველ პლატფორმას, რომელიც წვლილს შეიტანს კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებში მდებარე ქვეყნების ფინანსური სექტორის ინტეგრაციაში და ახალი ინვესტიციების მოზიდვაში” – განაცხადა პაშა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა შაჰინ მამადოვმა.
“პაშა ბანკი მხარს უჭერს საქართველოს ბიზნესს და წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა კასპიის ზღვის ენერგეტიკის მეორე საერთაშორისო ფორუმის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ზრდისკენ და საქართველო – აზერბაიჯანის ურთიერთობების გამყარებისაკენ მიმართული საერთო მიზნებისათვის გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს”, – განაცხადა მამადოვმა.
კასპიის ზღვის ენერგეტიკის ფორუმის მეორე ნაწილი მიმართული იყო საქართველოს ჰიდრო და გეოთერმული ენერგეტიკის სექტორის განვითარების საკითხებისა და პერსპექტივებისკენ. თანამედროვე ორმაგ–ციკლიანი გეოთერმული ელექტროსადგურები განხილული იქნა ახალი ზელანდიის მაგალითზე. ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოს ნავთობისა და გაზის წარმოების სექტორის პერსპექტივების შესახებ.
მესამე და მეოთხე სესიები შეეხო საქართველოს ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიის, ტურიზმის, ტრანსპორტის, აგრეთვე ინვესტიციების, ფინანსური, IT&კომუნიკაციების სფეროებს.
თბილისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს, კასპიის, შავი ზღვის და ხმელთაშუაზღვის რეგიონების ქვეყნების სახელმწიფო უწყებების, სამინისტროების, კომიტეტების და სააგენტოების ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები, აგრეთვე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები.
ფორუმის ორგანიზატორი იყო კასპიის ზღვის ენერგეტიკის საერთაშორისო მედია ჯგუფი. ფორუმის ოფიციალური მხარდამჭერები არიან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შპს SOCAR Energy Georgia, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და კასპიის ზღვის ევროპული კლუბი.
დატოვე კომენტარი