პაშა ბანკმა, რომელიც წარმოადგენს სრული კორპორატიული მომსახურების ბანკს, განაცხადა პაშა ბანკი საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც დირექტორთა საბჭოს ახალ თავმჯდომარედ შაჰინ მამედოვი დაინიშა. ამ დრომდე, იგი გახლდათ პაშა ბანკის ფინანსური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი. ანარ ისმაილოვი, რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა პაშა ბანკ საქართველოს, განაგრძობს მუშაობას პაშა ბანკში ახალ თანამდებობაზე.
შაჰინ მამედოვმა წარჩინებით დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის“ ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. იგი ასევე გახლავთ დიპლომირებულ სერთიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის წევრი (The Association of Chartered Certified Accountants, ACCA).
2003 – 2009 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე საბანკო სექტორში და დაკავებული იყო აუდიტორული საქმიანობით. 2009 წლიდან მუშაობს პაშა ბანკში . თავდაპირველად გახლდათ ფინანსური მენეჯმენტის განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 2011 წლიდან კი – ფინანსური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი.
პაშა ბანკის შესახებ:
პაშა ბანკი (www.pashabank.az) არის წამყვანი კორპორატიული და საინვესტიციო ბანკი აზერბაიჯანში. დაარსდა 2007 წელს, კლიენტებს სთავაზობს სხვადასხვა საბანკო მომსახურებას, მათ შორის : სესხებს,ფასიან ქაღალდებს,აქტივების მართვას და სახაზინო მომსახურებას.
პაშა ბანკის სათავო ოფისში,ოთხ ფილიალსა და შვილობილ ბანკში საქართველოში მუშაობს 289 თანამშრომელი.
პაშა ბანკი არის პაშა ჯგუფის ნაწილი , რომელიც არის წამყვანი საინვესტიციო ჰოლდინგი აზერბაიჯანში. იგი ფლობს აქტივებს დაზღვევაში, ქონების მართვასა და სამშენებლო მასალების წარმოებაში,ტურიზმსა და სხვა ბიზნესებში. კაპიტალ ბანკი, ერთ-ერთი დიდი საცალო ბანკი აზერბაიჯანში, ასევე პაშა ჯგუფის ნაწილია.
პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო 2013 წლის თებერვალში. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონი ლარია (59 მილიონი დოლარის ექვივალენტი). საქართველოში პაშა ბანკში ამ ეტაპზე მუშაობს 37 თანამშრომელი და ბანკი განთავსებულია თბილისში რუსთაველის გამზირის 15 -ში.
დატოვე კომენტარი