"ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მკვლევარი, მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტებში. დავიბადე 1989 წლის 10 აგვისტოს".

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საქართველოში

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საქართველოში

მსოფლიოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციბი წარმოადგნენ საფინანსო სისტემების ნაწილს. ისინი ემსახურებიან შედარებით დაბალშემოსავლიან მოსახლეობის ნაწილს, რომელთაც საბანკო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ბანკებთან შედარებით მცირე, მოცულობის სესხებს გასცემენ და სწორედ აქედან მომდინარეობს მათი სახელწოდებაც „მიკრო“. დღეისათვის განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან  დაახლოებით 160 მილიონი ადამიანი იყენებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისს.            

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოშიც, რაზეც მათი რაოდენობის მზარდი ტენდენცია მეტყველებს. 1999 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. 2006 წლიდან მოყოლებული კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებდა (2007-2014 წლებში მათი რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 74%-ით იზრდებოდა). 2014 წელს 31 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში დარეგისტრირებული იყო 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, 2015 წლის იგივე პერიოდისთვის კი 69.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დიდი ნაწილი (74%) თბილისშია დარეგისტრირებული, თუმცა მათი რაოდენობის ზრდასთან ერთად იმატებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფილიალების რაოდენობაც, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშია განლაგებული. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 69 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის 397 ფილიალი, რაც თითქმის 2.5-ჯერ აღემატება 2011 წელს არსებული ფილიალების რაოდენობას. ყოველწლიურად იზრდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობაც. 2015 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებულია 4901 ადამიანი, რაც 20%-ით აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს. ბოლო 5 წლის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიაზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 21%-ით იზრდებოდა. 2015 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო სექტორში დასაქმებულია საფინანსო სექტორში მომუშავთა 15%.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2015 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების ჯამური მოცულობა 1.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 46%-ით აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს. მზარდი ტენდენციით ხასიათდენა მათი მოგების მაჩვენებელიც. 2015 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჯამურმა მოგებამ 124 მილიონი ლარი შეადგინა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, 2015 წლის მეოთხე კვარტალისათვის, ჯამურად გაცემული აქვთ 1.2 მლრდ ლარის ღირებულების სესხი, რომლის ძირითადი ნაწილიც (99%) გაცემულია ფიზიკურ პირებზე. გაცემული თანხის 47% წარმოადგენს სამომხმარებლო სესხს, 22% ვაჭრობისა და მომსახურების სფეროსთვისაა განკუთვნილი, ხოლო 21% სოფლის მეურნეობის სფეროსთვის.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ზოგადად, საფინანსო საქმიანობა ერთ-ერთი ყვლაზე სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოში. მისი წილი მშპ-ში არც ისე დიდია, თუმცა წლიდან-წლამდე ზრდის ტენდენციით ხასიათდბა. ამასთანავე, 2014 წლის მონაცემებით, საფინანსო სექტორი წარმოადგენს ყველაზე მაღალ ანაზღაურებად სექტორს ქვეყანაში. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კი როგორც ვხედავთ საფინანსო სექტორის ერთ-ერთ პოპულარულ და სწრაფად მზარდ ქვესექტორს წარმოადგენს.

 

 

 

 

გააზიარე