გერმანია საყოველთაო ლოქდაუნს აცხადებს

გერმანია საყოველთაო ლოქდაუნს აცხადებს

გერმანია საშობაოდ საყოველთაო ლოქდაუნს გამოაცხადებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოაცხადა.

შედეგად ოთხშაბათიდან ყველა არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაღაზია, მომსახურება და სკოლა დაიხურება 10 იანვრამდე. საშობაო შეკრებები 10 ადამიანიდან 5-მდე შემცირდება.

ასევე, საყოველთაო შეზღუდვების ფარგლებში, ეკლესიაში საშობაო მომსახურების მიღება წინასწარი რეგისტრაციის შედეგად იქნება შესაძლებელი, ალკოჰოლი აიკრძალება ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ხოლო საახალწლო ყოველწლიური ფოიერვერკების გაშვება გაუქმდება. ცალკეული მიწები კი დამატებით შეზღუდვებსაც დააწესებენ. მაგალითად, ბავარიაში საღამოს 9 საათიდან გამოცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

პარალელურად, გერმანიის ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ლოქდაუნის შედეგად დაზარალებულ ყველა ბიზნესს დაეხმარებიან.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიამ ვირუსის პირველი ტალღა წარმატებით მართა, მეორე ტალღისას კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებლების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ამჟამად გერმანიაში ჯამში დაფიქსირებულია 1,338,483 შემთხვევა. გარდაცვლილია 22 000-ზე მეტი პაციენტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *