Carrefour-სა და კანადურ Couche-Tard-ს შორის გარიგება გაერთიანებასთან დაკავშირებით აღარ შედგება. ამის შესახებ Reuters-ი წერს. კანადური მაღაზიების ქსელ Couche-Tard-თან ფრანგული სუპერმარკეტების ქსელის Carrefour-ის შეერთების წინაარმდეგია საფრანგეთის მთავრობა. კერძოდ, ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ბრუნე ლე მერმა განაცხადა, რომ სურსათის უსაფრთხოება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ამიტომაც ისინი მსხვილი ფრანგული რითეილ კომპანიების გაყიდვას არ აპირებენ.
“ჩემი პასუხი ნათელია: თავაზიანი არა ამ გარიგებას. ნათელი და საბოლოო პასუხი „არა““, – განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა.
აღნიშნული ინფორმაციის შემდეგ Carrefour-ის აქციები 4.5%-ით დაეცა.
ცნობილი იყო, რომ კანადური კორპორაცია Couche-Tard-ი მოლაპარაკებებს აწარმოებდა Carrefour-თან გაერთიანების შესახებ. ინიციატორი კანადური რითეილერი იყო.
Carrefour-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი რითეილერია, კომპანია 30-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და 320 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. მისი წლიური ბრუნვა 2019 წელს 80 მილიარდი ევრო იყო.
Couche-Tard-ი კი 1980 წელს კანადაში, კვებეკში დაფუძნებული კომპანიაა. ფრანგული რითეილერისგან განსხვავებით, ის უფრო მინიმარკეტების ფორმატზეა კონცენტრირებული, რომლებიც ძირითადად ბენზინგასამართ სადგურებზე მდებარეობს. კომპანია ოპერირებს ლათინური ამერიკის და აზიის ქვეყნებში. კანადური კომპანიის შემოსავლები 2019 წლის ბოლოს $54 მილიარდი იყო.
დატოვე კომენტარი