გასულ კვირას Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა თავის ქონებას $11.5 მილიარდი შემატა. თავად Tesla-ს აქციები 7.4%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, გასული კვირის ყველაზე მოგებულებს შორის მესამე და მეოთხე ადგილზე Google-ის დამფუძნებლები სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი არიან $10.4 და $10 მილიარდით. ამის მიზეზი, Google-ის დედა კომპანია Alphabet-ის აქციების 14%-იანი ზრდა გახდა.
ამერიკული Forbes-ის მიხედვით, გასული კვირის ყველაზე მოგებულმა მილიარდერებმა ჯამში ქონების მოცულობა $74 მილიარდით გაზარდა. მათ შორის ოთხი ჩინელია, ხუთი ამერიკელი, ერთი კი სინგაპურელი.
რას შეეხება სრულ სიას, მათი სრული ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1 | ილონ მასკი
ქვეყანა: აშშ
ქონება: $183.3 მილიარდი – გაიზარდა $11.5 მილიარდით
ქონების წყარო: Tesla
2 | კოლინ ჟენ ჰუანი
ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: $69.1 მილიარდი – გაიზარდა $10.7 მილიარდით
ქონების წყარო: PINDUODUO
3 | ლარი პეიჯი
ქვეყანა: აშშ
ქონება: $90.8 მილიარდი – გაიზარდა $10.4 მილიარდით
ქონების წყარო: GOOGLE
4 | სერგეი ბრინი
ქვეყანა: აშშ
ქონება: $88.1 მილიარდი – გაიზარდა $10 მილიარდით
ქონების წყარო: GOOGLE
5 | ჯეფ ბეზოსი
ქვეყანა: აშშ
ქონება: $194.7 მილიარდი – გაიზარდა $7.7 მილიარდით
ქონების წყარო: AMAZON
6 | ცინ ინლინი
ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: $31.8 მილიარდი – გაიზარდა $5.1 მილიარდით
ქონების წყარო: PIG BREEDING
7 | ცზიან რენშენგი
ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: $27.3 მილიარდი – გაიზარდა $5.1 მილიარდით
ქონების წყარო: ვაქცინები
8 | მა ჰუატენგი
ქვეყანა: ჩინეთი
ქონება: $70.8 მილიარდი – გაიზარდა $4.7 მილიარდით
ქონების წყარო: TENCENT
9 | ჩჟან იონგი
ქვეყანა: სინგაპური
ქონება: $30.3 მილიარდი – გაიზარდა $4.5 მილიარდით
ქონების წყარო: რესტორნები
10 | ლარი ელისონი
ქვეყანა: აშშ
ქონება: $89.2 მილიარდი – გაიზარდა $4.3 მილიარდით
ქონების წყარო: ORACLE
დატოვე კომენტარი