Airbnb-ი მოგზაურების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას ელოდება

Airbnb-ი მოგზაურების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას ელოდება

ონლაინ დაჯავშნის პლატფორმა Airbnb-ი მოგზაურების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდისთვის ემზადება. თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა იმის პროგნოზირება, თუ რამდენად კარგი წელი იქნება ბიზნესისთვის 2021.

ცნობისთვის, Airbnb-ის შემოსავლები გასულ წელს კოვიდ-შეზღუდვების შედეგად 30%-ით შემცირდა და $3.4 მილიარდამდე დაეცა. საერთო ჯამში კომპანიამ $4.6 მილიარდი დაკარგა.

Airbnb-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ბრაიან ჩესკის თქმით, პანდემიამ მოგზაურობის მიზნებიც შეცვალა. ახლა მოთხოვნა დისტანციურად მუშაობის მიზნით ბინების ქირაობაზე გაჩნდა.

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ 2019 წელს როგორიც იყო მოგზაურობა, ისევ ისეთი იქნება. იცვლება ყველაფერი“, – განაცხადა ჩესკიმ.

ცნობისთვის, Airbnb-ი მსოფლიოს 220 ქვეყანაშია აქტიური. ევროპაში ამ კომპანიას მოგზაურები ძირითადად რეგიონული ტურიზმის ფარგლებში იყენებენ. განსაკუთრებით პოპულარულია Airbnb-ის საშუალებით შაბათ-კვირაობით ბინების დაქირავება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *