ვბრუნდებით ფიზიკურ სივრცეში და 27 მარტს, 17:00 საათზე, Tbilisi Startup Bureau-სა და Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით, სასტუმრო რუმსში გაიმართება Fuckup Nights Tbilisi-ის რიგით ოცდამეერთე ღონისძიება, როგორც ყოველთვის, საინტერესო სპიკერებით და კიდევ უფრო საინტერესო ისტორიებით. არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე დასწრება ლიმიტირებულია, ამიტომაც ბილეთები Fuckup Nights Tbilisi-ის ფბ გვერდზე გათამაშდება, თუმცა, ღონისძiებაზე ონლაინ დასწრებაც შესაძლებელი იქნება.
საკუთარ პროფესიულ მარცხის ისტორიებს ფართო აუდიტორიას ოთხი მოწვეული სპიკერი გაუზიარებს:
ანანო Phubber App-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. მას აქვს 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება მოდის ინდუსტრიაში. ანანო იყო თბილისის მოდის კვირეულის საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, მოდის რედაქტორი, კონსულტანტი და ფროდაქშენის ხელძღვანელი ისეთი დიდი გამოცემებისთვის, როგორებიცაა: Marie Claire, Vogue, Elle და ა.შ.
თორნიკე ტურისტული მარშრუტების აპლიკაციის Biliki App-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. მას აქვს 10-წლიანი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებში და სხვადასხვა დროს მუშაობდა კერძო და საჯარო სექტორში საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის მიმართულებით.
შალვა Spribe-ის თანადამფუძნებელია. ის იყო, ასევე, საჭმლის მიტანის სერვისის Sadili.ge-ს და სოც. მედია პლატფორმის In2circle-ის თანადამფუძნებელი. შალვა არის პროდუქტ დიზაინერი 14-წლიანი გამოცდილებით და ფოკუსით ფინტექ და iGaming სფეროებში.
ირო ქართული ქრაუდფანდინგ პლატფორმის Fundraiser.ge-სა და Qoodi • ქუდი-ს თანადამფუძნებელია. ის არის სტარტაპ ბუთქემფების ტრენერი, პრე-აქსელერაციის პროგრამის მენეჯერი, ასევე, საერთაშორისო საგრანტო პროექტების მენეჯერი თსუ ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი-ში.
ღონისძიების პირველი ნაწილის მოდერატორია ნინი რეხვიაშვილი. ნინი ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და სადაზღვევო კომპანია არდის კონსულტანტია კომუნიკაციების მიმართულებით. მას აქვს 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, ივენთ მენეჯმენტის, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროებში. ნინი აქტიურად არის ჩართული ბუთქემფებსა და ჰაკათონებში როგორც მენტორის, ისე პარტნიორის თუ ორგანიზატორის რანგში.
ღონისძიების პანელური დისკუსიის მოდერატორია გიორგი შარაშიძე, Entrepreneur Georgia-ს მთავარი რედაქტორი და გამომცემელი, მანჩესტერის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირებისა (MBA) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის (MPA) მაგისტრია. მან დააფუძნა ისეთი მედია პლატფორმები, როგორებიცაა Georgia Today, OK! Magazine Georgia და რადიო NRJ Georgia და დღემდე წარმატებით აგრძელებს მედია ბიზნესში მოღვაწეობას გამომცემლის, რედაქტორისა და ტოპ მენეჯერის რანგში. გიორგი არის კონსულტანტი და მენტორი თავისი პროფესიული ინტერესების საკითხებში, როგორებიცაა მეწარმეობა, სტრატეგიული მენეჯმენტი, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, მარკეტინგი, გაყიდვები. გარდა ამისა, გიორგი „დოიჩე ველე აკადემიის“ მიერ დაფუძნებულ მედიის კავკასიურ სკოლაში კითხულობს ლექციებს მედია მეწარმეობასა და სტრატეგიულ მენეჯმენტში.
მომხსენებლების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Facebook Event-ზე.
„გვიხარია, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ისევ გვაქვს შესაძლებლობა ფიზიკურად შევიკრიბოთ და პროფესიული მარცხის ისტორიები ერთად მოვისმინოთ. პანდემიის მიუხედავად Fuckup Nights-ის მოძრაობა თბილისში არ გაჩერებულა და ჩვენ ამ ხნის მანძილზე არაერთ საინტერესო ონლაინ შეკრებას ვუმასპინძლეთ. ამჯერად, მართალია ლიმიტირებული რაოდენობით, პირბადეებით და ორმეტრიანი დისტანციის დაცვით, მაგრამ უკვე ეკრანს მიღმა გვექნება კომუნიკაციის დამყარების საშუალება. ვაგრძელებთ პროფესიული მარცხის ისტორიების განსხვავებული კუთხით წარმოჩენას და ვცდილობთ დავანახოთ ჩვენს მსმენელებს, რომ მარცხი ცოდნის ნაწილი და ღირებული გამოცდილებაა, რომელზეც ღირს ხმამაღლა საუბარი“ – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს დაიწყო მექსიკაში და დღეისათვის უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. ეს არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, სადაც 4 წარმატებული ადამიანი საკუთარ პროფესიულ მარცხის ისტორიებს ფართო აუდიტორიას უზიარებს.
Fuckup Nights Tbilisi ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-სა და Impact Hub Tbilisi-ის პარტნიორობით.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან Grant Thornton Georgia, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus), თბილისის მერია და Watergunz.
დატოვე კომენტარი