Forbes-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ეთიშება, რის მიზეზადაც სპორტსმენების კორონავირუსისგან დაცვა სახელდება.
გადაწყვეტილების გაჟღერებამდე, სამხრეთ კორეას იმედი ჰქონდა, რომ ეს ორი ქვეყანა გაერთიანებული გუნდის სახით გამოვიდოდა, როგორც 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემთხვევაში მოხდა.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსი საერთოდ არაა გავრცელებული, რაც ექსპერტთა აზრით, შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო და წელს 23 ივლისს გაიხსნება.
1988 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ჩრდილოეთ კორეა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს.
დატოვე კომენტარი