Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, მომავალი წლიდან ადმინისტრაციის სახელმწიფო სკოლის (ENA) დახურვას აპირებს. ENA ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია ქვეყანაში და მისი კურსდამთავრებულები ხშირად პრეზიდენტები, ელჩები და ბიზნესლიდერები ხდებიან. მათ სიას თავად მაკრონიც განეკუთვნება.
გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ელიტიზმის გაქრობასა და მოქალაქეების სწავლის თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფას, რამდენადაც ENA-ის გამოცდები ძალიან რთულად ჩასაბარებელია და მიღებისას უპირატესობა ენიჭებათ სტუდენტებს საზოგადოების კონკრეტული წრიდან.
„არ მავიწყდება, საიდან მოვდივარ, მაგრამ არ მინდა, რომელიმე ბავშვმა თქვას: ეს ჩემთვის არ არის“, – განაცხადა პრეზიდენტმა მაკრონმა.
ცნობისთვის, ადმინისტრაციის სახელმწიფო სკოლა 1945 წელს სტრასბურგში შარლ დე გოლმა დააფუძნა. არსებული ტენდენციის მიხედვით, მასში მოხვედრას უმდიდრესი და ძალიან წარმატებული ოჯახების შვილები ახერხებენ, რომელთა რაოდენობა ყოველ წელს მაქსიმუმ 80-ს აღწევს.
დატოვე კომენტარი