თიბისის სტიპენდიატების პროგრამა ყოველწლიურად 200 ნიჭიერ მოზარდს უჭერს მხარს

თიბისის სტიპენდიატების პროგრამა ყოველწლიურად 200 ნიჭიერ მოზარდს უჭერს მხარს

თიბისის კორპორაციული სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალი თაობის მხარდაჭერა გრძელდება. თიბისის სტიპენდიატების პროგრამას, რომელშიც ყოვეწლიურად 200 მოზარდია ჩართული, წელს 45 ახალი მონაწილე შეუერთდა. ჯამში, სამი წლის განმავლობაში, პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 318-მა მოზარდმა. პროგრამის თითოეული მონაწილე იღებს სტიპენდიას 2 წლის განმავლობაში და მონაწილეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში.

თიბისის სტიპენდიატები კომპანიის 2019 წელს დაწყებული ყოველწლიური ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაციასა და სკოლასთან თანამშრომლობით, თიბისიმ ნიჭიერი ბავშვები აღმოაჩინა, რომლებსაც განვითარებისთვის ფინანსური ხელშეწყობა სჭირდებათ. პროექტმა ყველა სფერო და მთელი საქართველო მოიცვა: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, ხონი, თბილისი, თელავი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული – საქართველოს მთასა და ბარში თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა.

ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაში თიბისის ისეთი ორგანიზაციები ეხმარებიან, როგორებიცაა: Junior Achievement Georgia, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, PH International, ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, ეროვნული ბიბლიოთეკა და სხვა.

მთელი წლის განმავლობაში სტიპენდიატები, თიბისის ინიციატივით, სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში არიან ჩართული. ტარდება მათ ინტერესებზე მორგებული ლექციები, ექსკურსიები, შეხვედრები და ღონისძიებები. მუდმივად იქმნება ვიდეოები, რეპორტაჟები და ბლოგები პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების შესახებ, რომელთა საშუალებითაც სტიპენდიატები საკუთარი ნიჭისა და მიღწევების შესახებ ფართო აუდიტორიას უყვებიან.

თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სტიპენდიატების პროგრამის პარალელურად, კომპანია ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *