Bitcoin-ი და ბლოკჩეინი, არცთუ დიდი ხნის წინ კრიმინალებისა და ნარკოდილერების თავშესაფრად რომ მიიჩნეოდა, დღეს მეინსტრიმშია გადასული. Bitcoin-ის მკვეთრმა ზრდამ 2020-ში წამყვანი აღმასრულებლების ყურადღება მიიქცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით; კომპანიები Bitcoin-ის საფუძვლადმდებარე ტექნოლოგიას არა მხოლოდ ისეთი ამოცანების შესასრულებლად იყენებენ, როგორიც ინვოისების ერთმანეთთან შეთავსება და პროდუქტთა წარმომავლობის შემოწმებაა, არამედ ათობით კომპანია Bitcoin-ს დღეს გრძელვადიანი სახაზინო აქტივების სახით ფლობს. ჩვენი მესამე ყოველწლიური Blockchain 50 აერთიანებს კომპანიებს, რომლებიც ე.წ. დისტრიბუციული დავთრის ტექნოლოგიის გამოყენებაში მოწინავენი არიან და რომელთა შემოსავალი ან ღირებულება, სულ მცირე, $1 მილიარდს შეადგენს. დებიუტი აქვს ოცდაერთ ახალწვეულს, მათ შორის, მსოფლიოს უმსხვილეს ბანკს ჩინეთიდან, Industrial and Commercial Bank of China-ს, და ოთხსაც აზიიდან. ისინი ისეთი ამერიკული კომპანიების ადგილებს იკავებენ, როგორიცაა Facebook-ი, Google-ი, Amazon-ი და Ripple-ი: ეს უკანასკნელნი კვლავ აქტიურობენ ბლოკჩეინის მიმართულებით, მაგრამ ბოლო 12 თვის მანძილზე საჯაროობას ერიდებიან ამ თვალსაზრისით.
A.P. MOLLER-MAERSK
კოპენჰაგენი, დანია
გადაზიდვებისა და ლოგისტიკის დანიური გიგანტის ბლოკჩეინი, TradeLens-ი, მომარაგების ჯაჭვის ინფორმაციის გაციფრულებას ახდენს. 2018-ის აგვისტოში ჩაშვებულს, მთელ მსოფლიოში კონტეინერი გემების დაახლოებით 50%-ისთვის აქვს მომსახურება გაწეული. 2020-ში მან განკარგა 1 მილიარდი გადაზიდვა, 30 მილიონი კონტეინერი და 14 მილიონი დოკუმენტი – სულ მცირე, ორჯერ მეტი, ვიდრე წინა წელს. ამასთან, Maersk-ი Microsoft-თან თანამშრომლობს, რათა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებით საზღვაო დაზღვევა დაამუშაოს.
ბლოკჩეინის პლატფორმები: TradeLens, Hyperledger Fabric, IBM Blockchain
ANT GROUP
ჰენჩჟოუ, ჩინეთი
Alibaba-ს შვილობილი Ant-ი 50-ზე მეტ ბლოკჩეინ-პროექტს ქმნის თავისივე ბლოკჩეინ-პლატფორმა AntChain-ზე. ერთ-ერთი აღსანიშნავი მაგალითი 2020-ში ჩაშვებული OpenChain-ია, რომელიც მიზნად ისახავს, მცირე და საშუალო ზომის კორპორაციებს თავიანთი ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებისა და ე.წ. ჭკვიანი კონტრაქტების გამოყენების საშუალება მისცეს და ამით ხარჯების შემცირებაში დაეხმაროს. დღეისთვის 6,000-ზე მეტმა მომხმარებელმა შეადგინა 100,000 ჭკვიანი კონტრაქტი და 400 მილიონ ტრანზაქციას შეუწყო ხელი.
ბლოკჩეინის პლატფორმები: AntChain, Hyperledger Fabric, Quorum
BAIDU
პეკინი, ჩინეთი
ჩინეთის საძიებო გიგანტსა და მის ფინანსური ტექნოლოგიის ბიზნესს, Du Xiaoman Financial-ს, 20-ზე მეტი ბლოკჩეინ-გადაწყვეტილება აქვს შემოთავაზებული. ერთ-ერთი მათგანი, Libra Chain-ი, ინფრასტრუქტურის როლს ასრულებს ჩინეთის სამი ინტერნეტსასამართლოსთვის, რომლებიც, ვირტუალური სასამართლო პროცესის მეშვეობით, საავტორო უფლებებისა და ელ-ვაჭრობის დავებზე მუშაობენ. ამ მომენტისთვის, პეკინის ინტერნეტსასამართლოში ელექტრონულ მტკიცებულებათა 35 მილიონზე მეტი ნიმუშია წარმოდგენილი.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Baidu Xuperchain, Hyperledger Fabric
BHP
მელბურნი, ავსტრალია
წიაღისეულის მომპოვებელი გიგანტი ბლოკჩეინს არაერთი ოპერაციის გაციფრულებისთვის იყენებს, მათ შორის, ESG-ის (ეკოლოგიური, სოციალური და კორპორაციული მმართველობის) ატრიბუტთათვის თვალყურის მისადევნებლად და მომმარაგებელთა იდენტობების შესამოწმებლად. BHP-მ თავისი პირველი ბლოკჩეინ-ვაჭრობა რკინის მადნით China Baowu Steel-თან 2020-ის ივნისში განახორციელა.
ბლოკჩეინის პლატფორმები: MineHub, Hyperledger Fabric
BINANCE
კაიმანის კუნძულები
მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟაზე, სადაც 184 მონეტა-აქტივი ბრუნავს, თითქმის ასი ბლოკჩეინია მხარდაჭერილი. ვაჭრობის ჯამურმა მოცულობამ შარშან $2 ტრილიონს მიაღწია. ივლისში Binance-მა Visa-ს სადებიტო ბარათი გამოუშვა, რომელიც მომხმარებელთა კრიპტოაქტივებს ავტომატურად აკონვერტირებს ადგილობრივ ვალუტაში და რომელსაც, მსოფლიო მასშტაბით, 70 მილიონი მოვაჭრე მიიღებს.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Bitcoin, Binance Chain and dozens of others
BOEING
ჩიკაგო, ილინოისი
მის ვენჩურულ დანაყოფს, HorizonX-ს, თანხები აქვს შეწირული SkyGrid-ის განვითარებისთვის – ბლოკჩეინზე მომუშავე საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებელი სისტემისთვის, რომელიც დრონებს ადევნებს თვალს და მათთან კომუნიკაციას ამყარებს. Skygrid-ი, რომელსაც უკვე აქვს FAA-ს ნებართვა, დრონის პილოტები დაბალი სიმაღლის ავტორიზაციით რომ უზრუნველყოს და რომელიც iPad-ის უფასო აპლიკაციის სახით არის ხელმისაწვდომი, მონაცემთა მუდმივ აღრიცხვას ახდენს, ეს კი გზავნილთა ადგილზე მიტანისთვის, ინდუსტრიული ინსპექციისა და, განსაკუთრებით (ერთ დღესაც) მფრინავი ტაქსებისთვის არის მნიშვნელოვანი.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Go Direct, Hyperledger Fabric
CARGILL
ვაიზატა, მინესოტა
ამ სასოფლო-სამეურნეო გიგანტმა ბლოკჩეინი პირველად 2017-ში მოსინჯა, როცა Intel-ის Hyperledger Sawtooth-ი გამოიყენა თავის მომარაგების ჯაჭვში მადლიერების დღისთვის განკუთვნილი ინდაურებისთვის თვალის მისადევნებლად. გასულ წელს ის პლატფორმა Covantis-ის ექვსიდან (მაგალითად, ADM-ი და Louis Dreyfus-ი) ერთ -ერთ პარტნიორად მოგვევლინა. ეს პლატფორმა Ethereum-ზე დაფუძნებულ ბლოკჩეინ Quorum-ს იყენებს, რათა მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების მსოფლიოში მოგზაურობის ყოველ ფეხის ნაბიჯს მიადევნოს თვალი.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Quorum, Hyperledger Grid, Ethereum
ბლოკჩეინი „ფუნდამენტურად შეცვლის ფინანსურ სისტემებს მომდევნო 10, 15 წელიწადში. ბლოკჩეინის ტექნოლოგია მრავალ სფეროში იქნება გამოყენებული, რადგან ის გულისხმობს საიმედოობას, სანდოობას, უსაფრთხოებას – მონაცემების უსაფრთხოებასა და მონაცემების კონფიდენციალურობას“.
ჯეკ მა
ANT Group-ის თანადამფუძნებელი და Alibaba-ს დამფუძნებელი
CARREFOUR
მასი, საფრანგეთი
ფრანგული სუპერმარკეტების ქსელი პროდუქტთა 30-ზე მეტ ხაზს ადევნებს თვალს ბლოკჩეინზე, მათ შორის, ფერმის კვერცხებს, ნორვეგიულ ორაგულსა და ყველ Rocamadour-ს. ამ პროდუქტებს QR-კოდი ენიჭებათ, რომელიც მომხმარებლებს შეუძლიათ, დაასკანირონ და მეტი გაიგონ საკვების წარმომავლობის შესახებ. Carrefour-ი ამბობს, რომ ეს ფუნქცია გაყიდვების სტიმულირებას ახდენს და აპირებს, მომდევნო წლის ბოლოს ის პროდუქტთა 100 ხაზისთვის გამოიყენოს.
ბლოკჩეინის პლატფორმები: IBM Blockchain, Hyperledger Fabric
CHINA CONSTRUCTION BANK
პეკინი, ჩინეთი
ამ მასიურმა ბანკმა BC Trade 2.0 შექმნა, სადაც 75 ფინანსურ ინსტიტუტს შეუძლია, სწრაფად მოახდინოს რისკიანი მსესხებლების იდენტიფიცირება, ისევე როგორც ტარიფების შეთავაზება (და ამით მეტოქეებთან შეჯიბრება) ჯერჯერობით, პლატფორმის ხელშეწყობით, $134 მილიარდის სესხების გაცემა მოხდა 5,800 მომხმარებლისთვის, მათ შორის, მწარმოებლებისა და სავაჭრო კომპანიებისთვის. და რაც მნიშვნელოვანია, პლატფორმა თამაშის მიღმა ტოვებს Swift-ს – ბანკთაშორისი მიმოწერის პლატფორმას, რომელიც აუცილებელი შუამავალი იყო ბლოკჩეინამდე.
ბლოკჩეინის პლატფორმები: BC Trade 2.0, Hyperledger Fabric, Hyperchain
CME GROUP
ჩიკაგო, ილინოისი
ამ დერივატივების ბირჟამ Bitcoin-ის ე.წ. მომავლის კონტრაქტების შეთავაზება 2017-ის დეკემბერში დაიწყო. ამა წლის იანვარში მან ბიტკოინის ამ კონტრაქტებს ოპციონები დაუმატა, თებერვალში კი Ether-ის კონტრაქტებსაც შემოიღებს. უკვე 6,000 ინდივიდუალური ანგარიში ვაჭრობს Bitcoin-ის დერივატივებით ბირჟაზე.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Bitcoin, Ethereum
COINBASE
სან-ფრანცისკო, კალიფორნია
ამერიკის უმსხვილეს კრიპტოვალუტის ბირჟას 43 მილიონზე მეტი ინდივიდუალური ანგარიში აქვს 100-ზე მეტ ქვეყანაში. ამასთან, $20 მილიარდის ტოლფასი კრიპტოს შემნახველიცაა, მაშინ როცა 2020-ის აპრილში ეს რიცხვი მხოლოდ $6 მილიარდს შეადგენდა. Coinbase-ი პირველი მთავარი გამცემია სადებიტო ბარათებისა, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი კრიპტოვალუტა ნებისმიერ ადგილას დახარჯონ, სადაც Visa-ს იღებენ და ფული ბანკომატიდან გაანაღდონ. გასულ წელს Coinbase Card-ი ევროპის 29 ქვეყნის მომხმარებლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი და მისი გამოშვება ახლა უკვე აშშ-ის მოქალაქეებისთვისაც იწყება.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Bitcoin, Ethereum and dozens of others
„ციფრული მონეტიზაციის პროცესი ეფექტიანია რეალური ფიზიკური საქონლისთვის ტიტულის მისანიჭებლად. ამ პროცესის მეტი ეფექტიანობა მეტ ლიკვიდურობას, მეტ ინვესტიციებსა და ამ აქტივთა კარის გაღებას ხდის შესაძლებელს უფრო ფართო სპექტრის ინვესტორთათვის“.
ჯინინ ჰაიტაუერ-სელიტო
Nornickel-ის პარტნიორის, Atomyze-ის აღმასრულებელი დირექტორი
CONA SERVICES
ატლანტა, ჯორჯია
Coca-Cola-ს 12 უმსხვილესი ჩრდილოამერიკული ჩამომსხმელის მფლობელობაში არსებულ CONA-ს (ნიშნავს Coke One North America-ს) ჩამომსხმელებს შორის მიმდინარე შეკვეთები და გადაზიდვები ბლოკჩეინზე გადააქვს და, საჭირო დროს საქმეში ჩართავს ნედლეული მასალის, ალუმინის ქილებისა და სხვათა გარე მომმარაგებლებსაც.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Baseline, Ethereum, Hyperledger Fabric
CREDIT SUISSE
ციურიხი, შვეიცარია
ეს შვეიცარიული საბანკო სფეროს გიგანტი Paxos Settlement Service-ს იყენებს, რათა აშშ-ის ბირჟაზე მბრუნავ ვაჭრობებს საბროკერო-სადილერო Nomura-ს Instinet-ით გაუმკლავდეს. ეს ბლოკჩეინ-ტექნოლოგია მონაწილე მხარეებს საშუალებას აძლევს, ვაჭრობის საკითხები პირდაპირ ერთმანეთთან მოაგვარონ, ტრადიციული შუამავლის გარეშე, რაც შესაძლებელს ხდის, საკითხები იმავე დღეს მოგვარდეს და არა ორ დღეში, როგორც ეს ტიპურად ხდება.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Enterprise Ethereum, Paxos Settlement Service
DAIMLER
შტუტგარტი, გერმანია
Mercedes-Benz-ის ძვირფასი მანქანების მწარმოებელი ბლოკჩეინს იმისთვის იყენებს, რომ უფრო ეფექტიანი გახადოს თავისი ყველა ნაბიჯი – წარმოებით დაწყებული, ფონდების მოზიდვით (ამას წინათ რომ განხორციელდა) დასრულებული.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Hyperledger Indy, Hyperledger Fabric, Corda, Ocean Protocol, Ethereum, MoveX
DEPOSITORY TRUST & CLEARING CORPORATION (DTCC)
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი
$2.2 კვადრილიონის (წლიური ვაჭრობით) უკან მდგარი ავტორიზაციის ბეჰემოტი საკუთარ სერვისებს სახეს უცვლის. მას მერე, რაც $11 ტრილიონის ტოლფასი საკრედიტო დერივატივები ბლოკჩეინზე გადაიტანა, მან Project Ion-ის შესახებ გააკეთა განცხადება, რომელიც იმავეს გააკეთებს პირველად საჯარო შეთავაზებამდელ სააქციო ვაჭრობასთან დაკავშირებით როგორც პირველად, ისე მეორეულ ბაზრებზე.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Axcore, Hyperledger Fabric, Corda, DAML, Ethereum
DIGITAL CURRENCY GROUP
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი
ეს ყველაზე ნაყოფიერი ინვესტორი კრიპტოვალუტის სტარტაპებში, რომლის პორტფოლიო 170 კომპანიას აერთიანებს, ყველაზე მსხვილი კრიპტოინსტიტუტებიდან ორის მფლობელიც არის: სავაჭრო პლატფორმა Genesis-ის, რომელსაც 1,000 ინსტიტუციური კლიენტი, მათ შორის, გადახდების გიგანტი Square-ი, ჰყავს, და Grayscale-ის, რომელიც $27 მილიარდის აქტივს განკარგავს 10 ტრასტში (ათივე უშუამავლოდ, ბირჟების გარეშე ახორციელებს ვაჭრობას).
ბლოკჩეინის პლატფორმები: Bitcoin, Ethereum, XRP, Zcash and others
EQUINOR
სტავანგერი, ნორვეგია
ამ ნავთობგიგანტმა ნავთობისა და ქარის ენერგიის 10 პროექტი ბლოკჩეინზე გადაიტანა, მათ შორის, თავისი ახალი მეგასაბადო ჩრდილოეთის ზღვაში.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Data Gumbo, Vakt
FIDELITY
ბოსტონი, მასაჩუსეტსი
ეს საერთო სარგებლის ფონდთა ბეჰემოტი ინსტიტუციურ ინვესტორებს Bitcoin-ის შენახვასა და მისით ვაჭრობაში ადრეული 2019-იდან ეხმარება. დღეს Fidelity Digital Assets-ს 100 კლიენტი ჰყავს, მათ რიცხვშია Kingdom Trust-ი, რომელიც ინდივიდებს საშუალებას აძლევს, Bitcoin-ი საპენსიო ანგარიშებში შეინახონ. ამასთან, Fidelity-ს დაწყებული აქვს მუშაობა Bitcoin Index Fund-ზე, თუმცა დეტალებს არ ამხელს.
ბლოკჩეინის პლატფორმა: Bitcoin
HONEYWELL
ჩარლოტი, ჩრდილო კაროლინა
ამ ინდუსტრიულმა კონგლომერტმა ავიაციის ხარისხთან დაკავშირებული 2 მილიონზე მეტი დოკუმენტი ბლოკჩეინის დავთარზე გადაიტანა და მათ სრულად ხელმისაწვდომს ხდის სამომხმარებლო ბაზისათვის. გარდა ამისა, ის ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ბაზრობა GoDirect Trade-ს ამუშავებს, სადაც $4 მილიარდის ნახმარი ნაწილებია გატანილი და რომელმაც 10,000-ზე მეტი მომხმარებელი მოიზიდა.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Hyperledger Fabric, GoDirect Trade
HSBC
ლონდონი, ინგლისი
ეს ბრიტანული ბანკი ბლოკჩეინს უცხოურ საბირჟო აქტივობათა ნაკადის ეფექტიანობის გასაზრდელად იყენებს თავის გლობალურ ფილიალებს შორის. 2018-დან მოყოლებული, მის დავთარზე $1.7 ტრილიონის ტოლფასი ნომინალური ღირებულების მქონე 1.9 მილიონი ვაჭრობა არის განხორციელებული.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Quorum, Corda, Ethereum, Hyperledger Fabric, OneConnect
IBM CORPORATION
არმონკი, ნიუ-იორკი
IBM-ი ერთ-ერთი პირველი კორპორაცია იყო, ვინც ბლოკჩეინში სერიოზულად დაიწყო ინვესტირება. მისი ახალი აპლიკაცია Digital Health Pass-ი ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, შეამოწმონ ინდივიდის კოვიდ-19-ის ტესტი და ტემპერატურა. მომხმარებლებს, როგორებიც, მაგალითად, სტადიონების ოპერატორები არიან, თავად შეუძლიათ, აირჩიონ სასურველი კრიტერიუმი, მათ შორის ის, არის თუ არა ადამიანი ვაქცინირებული.
ბლოკჩეინის პლატფორმები: IBM Blockchain, Hyperledger Fabric
ICBC
პეკინი, ჩინეთი
მსოფლიოს ამ უმსხვილეს ბანკს დღეს ბლოკჩეინის 30 აპლიკაცია აქვს, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნონ ყველაფერს – დაწყებული მათი ჯანდაცვის პაკეტით, დამთავრებული იმით, თუ როგორ იხარჯება მათი საქველმოქმედო მიზნებისთვის გაღებული თანხები.
ბლოკჩეინის პლატფორმები: ICBC Chain, Ethereum,
Hyperledger Fabric, Tendermint
ING GROUP
ამსტერდამი, ჰოლანდია
ING-ი ერთ-ერთი პირველი ბანკია, ვინც ბლოკჩეინ-ტექნოლოგია აითვისა, დღეს კი ის სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფს თაოსნობს, რომლებიც კრიპტოაქტივების იმგვარ ავთენტიზაციაზე მუშაობენ, რომ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო გლობალურ სტანდარტებთან მოვიდნენ თანხვდენაში.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Corda, Quorum, Ethereum, Hyperledger Fabric, Hyperledger Indy
„$11 ტრილიონის საკრედიტო დერივატივების ბლოკჩეინზე გადატანის შემდეგ, DTCC იწყებს პროექტებს როგორც საჯარო ბაზარზე
მბრუნავი, ისე პირველადი საჯარო შეთავაზებამდელი აქციებისთვის. საბოლოო ჯამში, გეძლევა საშუალება, კლიენტებამდე რაღაც ისეთი მიიტანო, რაც უფრო კარგია, უფრო სწრაფი და უფრო იაფი.“ჯენიფერ პივი
DTCC-ის მმართველი დირექტორი, ფინანსური ტექნოლოგიის სტრატეგია
JPMORGAN CHASE
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი
მან 425 ბანკი, მათ შორის, Deutsche Bank-ი და მექსიკური Banorte, დაარეგისტრირა, რათა თავისი ბლოკჩეინის ქსელ Liink-ის გამოყენებით, ბანკთაშორისი ტრანზაქციები აჩქარდეს. ეს ტექნოლოგია, საბოლოოდ, ბანკებს დაეხმარება, ნაკლები ქაღალდები და ქვითრები გასცენ და ტრანზაქციები სულ უფრო მეტად გადაიტანონ ონლაინ.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Quorum, Ethereum
KAKAO
ჩეჯუ, სამხრეთი კორეა
სამხრეთ კორეის წამყვან მიმოწერის აპლიკაციას, 52 მილიონი მომხმარებლის მქონე KakaoTalk-ს, ბლოკჩეინ-განყოფილება Ground X აქვს, რომელმაც საკუთარი საჯარო ბლოკჩეინი და თავისი საკუთარი კრიპტოვალუტა klay შექმნა. ამ მომენტისთვის KakaoTalk-ის 370,000 შემოწმებულ მომხმარებელს აქვს ციფრული საფულე გახსნილი, მათი 10% კი ამ საფულეს ყოველდღიურად იყენებს.
ბლოკჩეინის პლატფორმა: Klaytn
LVMH
პარიზი, საფრანგეთი
ფუფუნების საგნების კონგლომერატი ბლოკჩეინს პროდუქტებისთვის თვალის მისადევნებლად და ბრენდების, მაგალითად, Louis Vuitton-ისა და Bulgari-ს, ყალბ ვერსიებთან საბრძოლველად იყენებს. ფუფუნების თითქმის 10 მილიონი პროდუქტია დარეგისტრირებული პლატფორმაზე, რომელიც Prada-სა და Richemont-ის Cartier-სთან ერთად შეიქმნა.
ბლოკჩეინის პლატფორმები: AURA, Quorum, Ethereum
MICROSOFT
რედმონდი, ვაშინგტონი
მისი ერთ-ერთი ბლოკჩეინ-აპლიკაცია, EY-სთან ერთად შექმნილი, კონტენტის უფლებებსა და საავტორო ჰონორარებს განკარგავს. თამაშის კომპანიები Xbox-ი და Ubisoft-ი პირველები იყვნენ, ვინც გამოიყენა ეს ახალი სისტემა, რომელიც საავტორო ჰონორარებს ავტომატურად იხდის,
მაშინ როცა ტრადიციული გადახდის პროცესი 45 დღემდე ან უფრო დიდ ხანსაც იწელება.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Quorum, Ethereum
MICROSTRATEGY
ტაისონს-ქორნერი, ვირჯინია
ბიზნესანალიტიკის პროგრამული უზრუნველყოფის მოწიფულმა კომპანიამ Bitcoin-ის კორპორაციულ ხაზინებში შენახვის ტრენდი 2020-ში „დაქოქა“, რათა გაენეიტრალებინა $1 მილიარდზე მეტის ტოლფასი კრიპტოვალუტის ყიდვით გამოწვეული ინფლაცია. ამას წინათ Morgan Stanley-მ კომპანიაში თითქმის 11%-იანი წილი იყიდა (იხ. მთავარი სტატია).
ბლოკჩეინის პლატფორმა: Bitcoin
NATIONAL BASKETBALL ASSOCIATION
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი
NBA-ის ბაზრობა Top Shot-ი ლიგას სპორტული რელიკვიების ბუმზე კაპიტალიზებაში ეხმარება. პარტნიორი Dapper Labs-ის ბლოკჩეინის გამოყენებით, NBA „მომენტებს“ ყიდის, რაც საკოლექციო ბარათების მსგავსია, ოღონდ – ციფრულ ფორმატში. ამ მომენტისთვის 400,000-ზე მეტი „მომენტია“ გაყიდული, მათ შორის, ლებრონ ჯეიმსის საკულტო ბლოკი, რომელიც $100,000-ად ბრუნავდა.
ბლოკჩეინის პლატფორმა: Flow
NORNICKEL
მოსკოვი, რუსეთი
მაღალხარისხიანი ნიკელისა და პალადიუმის მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი ინდუსტრიულ აქტივთა ციფრული მონეტიზაციის პლატფორმას ტესტავს კონექტიკუტში დაფუძნებული სტარტაპ Atomyze-ის მეშვეობით, რომელსაც ის ნაწილობრივ ფლობს კიდეც.
ბლოკჩეინის პლატფორმა: Hyperledger Fabric
NORTHERN TRUST
ჩიკაგო, ილინოისი
2020 დეკემბერში, Standard Chartered-თან ერთად, მან ინვესტიცია განახორციელა სტარტაპ Zodia Custody-ში.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Bitcoin, Ethereum, Hyperledger Fabric, Hyperledger Sawtooth, DAML
NOVARTIS
ბაზელი, შვეიცარია
ეს წამლების მწარმოებელი PharmaLedger-ის წამყვანი წევრია – ევროკავშირის ბლოკჩეინ-კონსორციუმისა, რომელსაც მიზანში აქვს ამოღებული არასწორი ან დრომოჭმული ინფორმაცია რეცეპტიან წამლებზე დართულ ინსტრუქციებში, რაც პროდუქტის დაბრუნების მთავარ მიზეზად გვევლინება ხოლმე. Merck-სა და Polytechnic University of Madrid-თან ერთად, Novartis-მა შექმნა აპლიკაცია, რომელიც ახდენს წამლების შეფუთვათა სკანირებას და მწარმოებლებს რეალურ დროში აწვდის მოთხოვნებს ინფორმაციის განახლებასთან დაკავშირებით, რომელზე წვდომა უკვე პაციენტებსაც აქვთ დასკანირების კოდების მეშვეობით. ამასთან, PharmaLedger-ი ამ ტექნოლოგიას გაყალბებულ და შავი ბაზრის მედიკამენტებთან საბრძოლველად იყენებს.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Ethereum, Sovrin, Hyperledger Fabric, Corda, DAML, Quorum
ORACLE
ოსტინი, ტეხასი
ამ მონაცემთა ბაზის გიგანტმა თავისი დაპატენტებული ბლოკჩეინი 2018-ში ჩაუშვა. მისი ყველაზე მოწიფული პროექტი Global Shipping Business Network-ია (GSBN-ი) – საზღვაო გადაზიდვების კონსორციუმი, რომელსაც ახლა 300 მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის, კონტეინერი გემებისა და პორტების გიგანტი ოპერატორები.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Oracle Blockchain Platform, Hyperledger Fabric
„მიზეზი, რატომაც ასე ვარ Bitcoin-ით მოხიბლული, დიდწილად იმ მოდელს უკავშირდება, რომელსაც ის წარმოადგენს: ინტერნეტის ფუძემდებლურ ტექნოლოგიას, რომელიც არც ერთი ინდივიდის ან უწყების გავლენას არ ატარებს და არც კონტროლდება ვინმეს მიერ“.
ჯეკ დორსი
Square-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი
PAYPAL
სან-ხოსე, კალიფორნია
გადახდების დამუშავების ეს პიონერი წამყვან პოზიციას უმიზნებს მომავალში, რომელშიც ციფრული აქტივებისა და ცენტრალური ბანკის
ვალუტების სიუხვე იქნება.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Bitcoin, Ethereum, Bitcoin Cash, Litecoin
PING AN
შენჯენი, ჩინეთი
ამ სადაზღვევო და ფინანსური სერვისების გიგანტს 30-ზე მეტი ბლოკჩეინ-აპლიკაცია აქვს, მათ რიცხვში, მომარაგების ჯაჭვის პროექტი, რომელიც ტიანძინის პორტში გადის, და დაფინანსების პლატფორმა გუანდონის პროვინციაში. ორივე მისი ფინანსური ტექნოლოგიის შვილობილის, OneConnect-ის მეშვეობით ოპერირებს.
ბლოკჩეინის პლატფორმა: FiMAX
SAMSUNG GROUP
სეული, სამხრეთი კორეა
კონგლომერატის IT-დანაყოფს, Samsung SDS-ს, არაერთი ბლოკჩეინ-პროექტი აქვს შექმნილი ადგილობრივი მთავრობების, საავადმყოფოებისა და აეროპორტებისთვის. ეს მოიცავს სამედიცინო საჩივრების დამუშავების „ბევრი ერთში“-ტიპის სერვისს, რომელიც პაციენტებს საშუალებას აძლევს, საჩივრები წარადგინონ საავადმყოფოს მისაღებებში, კიოსკებში ან ეს მობილური ტელეფონის მეშვეობით გააკეთონ.
ბლოკჩეინის პლატფორმა: Nexledger
SAPPI
იოჰანესბურგი, სამხრეთი აფრიკა
ეს სამხრეთაფრიკული ხის გადამმუშავებელი ეკოლოგიასთან დამეგობრებულ ინდურ ქსოვილების მწარმოებელ Birla Cellulose-სთან თანამშრომლობს GreenTrack-ზე – ბლოკჩეინზე, რომელიც თვალს ადევნებს ქსოვილისთვის განკუთვნილ მასალებს ეკოლოგიურად მდგრადი ტყეებიდან საწარმოო ქარხნებამდე. დღეს GreenTrack-ს მომარაგების ჯაჭვის 250-ზე მეტი პარტნიორი, მათ შორის, Walmart-ი და Marks & Spencer-ი, იყენებს, რათა გასაყიდი ტანსაცმლის ეკოლოგიური მდგრადობა შეამოწმონ.
ბლოკჩეინის პლატფორმები: GreenTrack, Hyperledger Fabric
SAUDI ARAMCO
დაჰრანი, საუდის არაბეთი
2019 წელს Aramco-მ $6 მილიონი დააბანდა Data Gumbo-ში, რომელსაც ბლოკჩეინ-პლატფორმა აქვს შექმნილი. ამ პლატფორმის მიზანია, ნავთობსაბადოებსა და ნავთობგადამმუშავებლებში ათასობით სენსორის ინტეგრირება მოახდინოს, გააუმჯობესოს აქტივთა ეფექტიანობის შემოწმების პროცესი და ე.წ. ჭკვიანი კონტრაქტები Aramco-ს მოვაჭრეებისთვის მისაღები გახადოს. გასულ წელს Saudi Aramco Energy Ventures-მა $5 მილიონის ინვესტიცია განახორციელა Vakt-ში – ნავთობისა და ბენზინის პროდუქტთა სატვირთო გემების სავაჭრო პლატფორმაში.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Ethereum, Hyperledger
SIGNATURE BANK
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი
ეს $64-მილიარდიანი (აქტივებით) ნიუიორკული ბანკი საფირმო პროდუქტს ქმნის, რომელიც ინსტიტუციურ კრიპტომომხმარებლებს მოემსახურება და მათ სწრაფი და იოლი გზებით უზრუნველყოფს Ethereum-ზე დაფუძნებული და Signet-ის სახელით ცნობილი პლატფორმის მეშვეობით, ფული თავიანთ კრიპტოვაჭრობის ანგარიშებზე დადონ. 2020-ში კრიპტომომხმარებელთა დეპოზიტები $2 მილიარდიდან, სულ მცირე, $10 მილიარდამდე გაიზარდა.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Signet, Ethereum
SQUARE
სან-ფრანცისკო, კალიფორნია
ორი წლის წინ Square-მა თავისი ფულის უშუამავლო გაგზავნისა და ციფრული ბანკის სერვისის, Cash App-ის მომხმარებლებს Bitcoin-ის ყიდვის საშუალება მისცა. აპლიკაციის აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 30 მილიონამდე გაიზარდა. 30 სექტემბერს დასრულებულ კვარტალში, Square-ის შემოსავალმა Bitcoin-ისგან, მთლიანი მოგების სახით, $32 მილიონი შეადგინა. ოქტომბერში კომპანიამ განაცხადა, რომ მას $50 მილიონი – გნებავთ, საკუთარი ჯამური აქტივების 1% – Bitcoin-ში დაებანდებინა.
ბლოკჩეინის პლატფორმა: Bitcoin
STATE FARM
ბლუმინგტონი, ილინოისი
დაზღვეულთა განაცხადების დაკმაყოფილებაზე მომუშავე დამზღვევებისთვის სუბროგაციის პროცესს – ანუ იმის განსაზღვრას, რომელი განაცხადის დაკმაყოფილებაზე რომელი პოლისი და დამზღვევი არის, საბოლოო ჯამში, პასუხისმგებელი – თვეები სჭირდება ხოლმე. State Farm-ი და დამზღვევი USAA ერთმანეთს ყოველდღე საშუალოდ 200-ზე მეტ ქვითარს უგზავნიდნენ ფოსტით. მაგრამ მას მერე, რაც შარშან ბლოკჩეინ Net Settlement-ის გამოყენება დაიწყეს, გაგზავნილი ქვითრების რიცხვმა 80%-ით იკლო.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Quorum, Ethereum
„ბლოკჩეინზე ასობით ახალი საკვები პროდუქტისთვის, მათ შორის, სალათის ფოთლებისთვის, ხორცისა და ზღვის პროდუქტებისთვის
თვალის მიდევნებით, Walmart-მა გააადვილა ვადაგასულ პროდუქტთა წარმომავლობის იდენტიფიკაციის საქმე, რაც არა მხოლოდ ამ მოვაჭრისთვის არის სასარგებლო, არამედ FDA-სთვისაც.“არქანა სრისტი
Walmart-ის უფროსი დირექტორი – პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი
STONE RIDGE
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი
შვილობილი New York Digital Investment Group-ის მეშვეობით, Stone Ridge-ი Bitcoin-ში ერთ-ერთ უმსხვილეს ინსტიტუციურ ინვესტორად იქცა. ოქტომბერში ფირმამ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა თავის პირველად სახაზინო აქტივად გაეხადა, დეკემბერში კი Forbes-ს გაუმჟღავნა, რომ 20,000 Bitcoin-ი ჰქონდა ნაყიდი, რომლის ფასი დღეს $700 მილიონს სცდება. საბოლოო ჯამში, ფირმაში ახლა $4 მილიარდის ციფრული აქტივებია უსაფრთხოდ შენახული.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Bitcoin, Ethereum, XRP, Litecoin and Bitcoin Cash
SWISSCOM
ბერნი, შვეიცარია
ტელეკომუნიკაციების გიგანტს სხვადასხვა ეტაპზე მყოფი 11 ბლოკჩეინ-აპლიკაცია აქვს, მათ შორის, კრიპტოაქციათა გამცემი სტარტაპი Daura და კრიპტოს უსაფრთხოდ შენახვის ფირმა Custodigit-ი – ერთობლივი ინიციატივა ციფრული აქტივების ბანკ Sygnum-თან. გასულ ნოემბერს ფირმა $30-მილიონიან ინვესტიციას შეუერთდა Fireblocks-ში, რომელიც ინსტიტუტებს ციფრული აქტივების შექმნაში, შენახვასა და მათით ვაჭრობაში ეხმარება.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Hyperledger Fabric, Hyperledger Ares, Hyperledger Indy, Corda
TECH MAHINDRA
პუნა, ინდოეთი
ინდური კონგლომერატის, Mahindra Group-ის ტექნოლოგიურ დანაყოფს არაერთი ბლოკჩეინ -ტექნოლოგია აქვს შექმნილი. 2019-ის ივლისში მან ბლოკჩეინზე დაფუძნებული აპლიკაცია ჩაუშვა, რომელიც დღეს მობილური ტელეფონის 500 მილიონ მომხმარებელს ეხმარება, პარამეტრები ისე დააყენონ, რომ თავიდან აირიდონ სპამ-ზარები.
ბლოკჩეინის პლატფორმა: Hyperledger Fabric
TELEFONICA
მადრიდი, ესპანეთი
ესპანური ტელეკომუნიკაციების კომპანია ბლოკჩეინს სახლის 4 მილიონი აღჭურვილობისა თუ ხელსაწყოსთვის თვალის მისადევნებლად იყენებს. მან ასევე განახორციელა ინვესტიცია Zamna-ში – ბლოკჩეინზე მომუშავე მონაცემთა პლატფორმაში, რომელიც ავიახაზებს მგზავრთა აეროპორტში მისვლამდე მათი იდენტობების შემოწმებაში ეხმარება; ის IBM-თანაც თანამშრომლობს, რათა საერთაშორისო ზარების განსაკარგავად ბლოკჩეინი იქნას გამოყენებული.
ბლოკჩეინის პლატფორმები: TrustOS, Hyperledger Fabric
TENCENT
შენჯენი, ჩინეთი
ამ ტექნოლოგიურმა გიგანტმა შექმნა ბლოკჩეინი, რომელსაც შენჯენის საგადასახადო უწყება იყენებს დაახლოებით 100 მილიონი ინვოისის გამოსაცემად. გარდა ამისა, მან WeBank-ი დააფუძნა, რომლის ბლოკჩეინ-პლატფორმა FISCO BCOS-ს (ეს უკანასკნელი Be Credible, Open & Secure-ის – „იყავი საიმედო, ღია და უსაფრთხო“ – აბრევიატურაა) 2,000-ზე მეტი კორპორაცია იყენებს და მოიცავს WeIdentity-ს, რომლის დახმარებითაც დამუშავებულია მაკაოსა და კონტინენტურ ჩინეთს შორის საზღვრის გადალახვის 17 მილიონზე მეტი შემთხვევა. Tencent-ის კიდევ ერთი ბლოკჩეინ-აპლიკაცია, WeSign-ი, ამცირებს არბიტრაციის პროცესისთვის საჭირო დროს და ჩინურ სასამართლო დარბაზებში სამხილთა ჩასაწერად გამოიყენება.
ბლოკჩეინის პლატფორმა: FISCO BCOS
„კრიპტოეკონომიკა ისაა, რისკენაც მივდივართ. ეს არის ახალი ეკონომიკა, რომელიც, პირველ ყოვლისა, ონლაინ ხდება, მაგრამ განვითარებად ბაზრებშიც მისაწვდომია ადამიანებისთვის. უფრო გლობალურია. უფრო სამართლიანი. უფრო თავისუფალი. უფრო ეფექტიანი“.
ბრაიან არმსტრონგი
Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი
VANGUARD
ველი-ფორჯი, პენსილვანია
ივნისიდან მოყოლებული, ვანგარდი Citi-სთან, BNY Mellon-სა და State Street-თან თანამშრომლობით სესხებთან დაკავშირებულ ყველა სახის ინფორმაციას სწორედ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით აწესრიგებს.
ბლოკჩეინის პლატფორმა: Symbiont Assembly
VISA
ფოსტერ-სიტი, კალიფორნია
ივნისში ამ ე.წ. საინდექსო ფონდების მეფემ განცხადება გააკეთა ინიციატივის შესახებ, რომელიც აქტივებით ზურგგამაგრებული ფასიანი ქაღალდების განკარგვის ხშირად უწესრიგო პროცესთან გამკლავებას ემსახურება. საქმე ისაა, რომ სესხებისთვის ფორმის შეცვლისა და მათი ერთი მხრიდან მეორისთვის მიყიდვის დროს მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება, დაიკარგოს. ამრიგად, Vanguard-მა ახალი პროდუქტის საპილოტე ვერსია ჩაუშვა Citi-სა და State Street-თან ერთად და, ასევე, BNY Mellon-ის მონაწილეობით, ეს პროდუქტი კი სასესხო ინფორმაციის საზიარო, უცვლელ დავთარში შენახვაზეა პასუხისმგებელი.
ბლოკჩეინის პლატფორმები: Bitcoin, Ethereum
VMware
პალო ალტო, კალიფორნია
VMware ცნობილია ფეისბუქისთვის კრიპტოვალუტის „Diem“ ტექნოლოგიურად განვითარებისთვის. ნოემბერში კომპანიამ კორპორაციებზე ორიენტირებული ბლოკჩეინ პლატფორმა წარადგინა ბაზარზე – ახალ ტექნოლოგიას ხელშეკრულებების ავტომატიზაციისა და გაციფრულებისთვის უკვე იყენებს Broadbridge Financial Solutions.
ბლოკჩეინის პლატფორმა: VMWare Blockchain
Walmart
ბენტონვილი, არკანზასი
საკვების კონტროლის ინიციატივა ვოლმარტს ეხმარება, თვალყური მიადევნოს საკვები პროდუქტების უსაფრთხოებას და ამასთან, აღმოაჩინოს საკვების დაბინძურების/კონტამინაციის წყარო. გასულ წელს ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ვოლმარტი 6 სხვადასხვა ქეისის გამოძიებაში დაეხმარა FDA-ის — ტექნოლოგიამ ერთ საათში შეძლო საკვების დაბინძურების წყაროს იდენტიფიცირება და დეტალური ინფორმაციის მოძიება. მიმდინარე წელს ვოლმარტი აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის დეპარტამენტთან ერთად გააკონტროლებს იმპორტირებულ საკვებს, საპილოტე პროექტის ფარგლებში.
ბლოკჩეინის პლატფორმა: Hyperledger Fabric
რედაქტორები: მაიკლ დელ კასტილო, ჯენეტ ნოვაკი და მეტ შიფრინი.
რეპორტაჟი: ნინა ბამბიშევა, ლორენ დებტერი, მაიკლ დელ კასტილო, სტივენ ერლიქი, ელაიზა ჰავერსტოკი, კრის ჰელმანი, კეიტი ჯენინგსი, ჯეფ კოფლინი, ჯონ პონსიანო და ჰენკ ტაკერი.
დატოვე კომენტარი