ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელის ფასი ისევ გაიზარდა

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელის ფასი ისევ გაიზარდა

ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი ისევ გაიზარდა. თუკი, ფეხბურთელის ღირებულება 2021 წლის იანვრისთვის 10 მილიონი ევრო იყო, მისი დღევანდელი ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა, კვარაცხელიას ამჟამინდელი დამკვეთი, ყაზანის „რუბინი“ მას ორჯერ მეტად აფასებს.

20 წლის ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველია. იგი რეიტინგში პირველია ყაზანის „რუბინის“ ყველა მოთამაშეს შორის, პირველია ქართველ ფეხბურთელებს შორის, რიგით მეხუთე ადგილს იკავებს პრემიერ ლიგის მოთამაშეებში, მეორმოცეა მარცხენა თავდამსხმელებს შორის და მეცამეტეა, 2001 წელს დაბადებულთა რიცხვში.

როგორც გაირკვა, რუბინის „ყაზანი“ კვარაცხელიას 15 მილიონ ევროდ ნამდვილად არ შეელევა. “ჩვენი ფასი კვარაცხელიას სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გახლავთ”, განაცხადა ოლეგ იაროვინსკიმ, ყაზანის “რუბინის” სპორტულმა დირექტორმა, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში. მედიის ინფორმაციით, ევროპის რამდენიმე წამყვანმა კლუბმა ყაზანის კლუბს ხვიჩას თაობაზე წინადადებით უკვე მიმართა. მანამდე საუბარი იყო კვარაცხელიას მიმართ მონაკოს დაინტერესებით. 20 წლის ქართველმა 23 შეხვედრა გამართა, თავი კი 4 გოლითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

კვარაცხელია რუსულ კლუბს 2019 წლის ივლისში შეუერთდა. კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *