განქორწინების დაანონსების შემდეგ, მელინდა გეიტსი მილიარდერი გახდა

განქორწინების დაანონსების შემდეგ, მელინდა გეიტსი მილიარდერი გახდა

ორშაბათს ბილ და მელინდა გეიტსებმა 27-წლიანი ქორწინების დასრულების შესახებ განაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ განქორწინებასთან დაკავშირებულ დეტალებზე გეიტსები მედიასთან საუბარს ჯერჯერობით თავს არიდებენ, 3 მაისს ბილმა Cascade Investment-ის $1.8 მილიარდის ეკვივალენტის ფასიანი ქაღალდები მელინდას გადასცა.

ცნობისთვის, მელინდამ ასევე $309 მილიონის ღირებულების წილი AutoNation-დან და $1.5 მილიარდის ღირებულების წილი Canadian National Railway Co.-დან მიიღო. შედეგად, მელინდა გეიტსი ახლა უკვე მილიარდერია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ათციფრიანი გადარიცხვის შემდეგ ბილ გეიტსის ქონება $130.4 მილიარდიდან $128.6 მილიარდამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ბილ გეიტსი კვლავ მსოფლიოს მეოთხე ყველაზე მდიდარი ადამიანია. აქვე შეგახსენებთ, რომ Forbes-ის გავლენიანი ქალების 2020 წლის სიაში მელინდა გეიტსი მე-5 ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ საფონდო წილების განაწილება ბილისა და მელინდას განქორწინების შეთანხმების ნაწილი ნამდვილად არის. ვაშინგტონის შტატის მოსამართლეს ბილ და მელინდა გეიტსებმა სთხოვეს, მათი ქონება განქორწინების ხელშეკრულების პირობების მიხედვით გაეყო. რა თქმა უნდა, ხელშეკრულების პირობები არ გასაჯაროებულა. არსებობს მოსაზრება, რომ არაკომერციული გარიგების სახით, შესაძლოა ბილმა მელინდას სხვა აქტივებიც გადასცა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *