მსოფლიო ბაზარზე ღვინოზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება და შესაბამისად, სულ უფრო მზარდია ინვესტორების ინტერესიც. 2020 წელს რომან აბრამოვიჩის კომპანიის F 12″Vinicom”-ის შემოსავალმა 1.1 მილიარდი რუბლი შეადგინა. შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატება. 2021 წელს აბრამოვიჩმა ისაუბრა ღვინის ინდუსტრიის განვითარებაზე, რაც ბიზნესის წარმატების ფაქტორად ესახება. მისი თქმით, ღვინის ინდუსტრიას საკმაოდ მაღალი მოგებიანობის კოეფიციენტები აქვს. მანამდე კი, სანამ რომან აბრამოვიჩი გელენჯიკში ვენახით გარშემორტყმული ძვირად ღირებული სასტუმროს შექმნაზე ფიქრობს, Forbes-ი აქვეყნებს რუსი მილიარდერების სიას, რომლებიც ღვინის წარმოებაში არიან ჩართულნი.
- დმიტრი პუმპიანსკი და ალექსანდრ პუმპიანსკი – „Prieure Saint Jean de Bebian“. Sinara Group-ის მფლობელმა დმიტრი პუმპიანსკიმ და მისმა ვაჟმა, ალექსანდრ პუმპიანსკიმ, 2008 წელს საფრანგეთში 32 ჰექტარზე გაშენებული ვენახი €12 მილიონ ევროდ შეისყიდეს. დროთა განმავლობაში ბიზნესს დიდი მოგება ჰქონდა. 2015 წლიდან ვენახში ყურძენი ხელით იკრიფება და აკრძალულია ჰერბიციდებისა თუ პესტიციდების გამოყენება. შესაბამისად, პუმპიანსკების ღვინის ეტიკეტს აქვს “ბიო” ნიშანი, რაც მილიარდერებისთვის წარმატების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
- ანდრეი ფილატოვი – „La Grace Dieu des Prieurs“. 2013 წელს, სატრანსპორტო კომპანია Globaltrans-ის მეწილემ, ანდრეი ფილატოვმა, საფრანგეთში La Grace Dieu des Prieurs ვენახი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად ანდრეი ფილატოვის მიერ წარმოებული ღვინის ეტიკეტებისთვის რუსი მხატვრების 12 ნამუშევარი Filatov Art Russe Foundation-ის კოლექციიდან ირჩევა. ცნობისთვის, Filatov Art Russe Foundation-ის კოლექცია მე-19-20 საუკუნეების რუსულ და საბჭოთა ხელოვნების 400-ზე მეტ ნამუშევარს შეიცავს.
- ევგენი შვიდლერი – „Chateau Thenac“. 2001 წელს ევგენი შვიდლერმა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ციხესიმაგრე და ვენახი შეიძინა. ვენახის ფართობი 35 ჰექტარია, ღვინის წლიური წარმოება 125000 ბოთლია. აღსანიშნავია, რომ 2002 წლიდან შვიდლერი, თალმუდის შესაბამისად, ბორდოს მთავარი რაბინის მიერ დამტკიცებულ კოშერის ღვინოს აწარმოებს.
- კონსტანტინ ნიკოლაევი – „La Madonnina“. 2017 წელს, სატრანსპორტო კომპანია Globaltrans-ის მეწილემ, კონსტანტინ ნიკოლაევმა, ტოსკანაში (იტალია) იყიდა მამული. WineNews-ის ინფორმაციით, აღნიშნული მამულის ფასი $3-4 მილიონი იყო. ცნობისთვის, ვენახი 7 ჰექტარზეა გაშენებული. 2021 წლის აპრილში მამულში წარმოებული „La Madonnina-ს“ ფასი რუსეთში 4 350- 54 400 რუბლამდე მერყეობდა.
- იური შეფლერი – „Señorío de Arínzano“. იური შეფლერი ცნობილი არყის კომპანია Yuri Shefler SPI Group-ის მფლობელია. 2015 წელს კომპანიამ ესპანეთში, ნავარაში, ღვინის სახლი €15 მილიონად შეიძინა. ნავარის მამული 355 ჰექტარს მოიცავს, აქედან ვენახი 128 ჰექტარზეა გაშენებული. შეგახსნებთ, რომ იური შეფლერი ღვინის სახლ Tenute di Toscana-ს 25,8%-საც ფლობს.
- ვლადიმირ დუბოვი – „Amphorae“. 2008 წლიდან ისრაელის ღვინის ქარხანა ვლადიმირ დუბოვის მფლობელობაშია. „Amphorae“ ყოველწლიურად 100000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. ცნობისთვის, ღვინის ფერმის დათვალიერება, რომელშიც წარმოებული ღვინის დეგუსტაციაც შედის, დაახლოებით $43 ღირს (140 შეკელი).
- ვაგიტ ალეკპეროვი – „Chateau Cotes de Saint Daniel“. 2016 წელს, კომპანია Lukoil-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვაგიტ ალეკპეროვმა, ყირიმის სახელმწიფო მიწის გასაყიდად ჩატარებულ აუქციონზე 36 ჰექტარი ვენახი 163 მილიონ რუბლად შეიძინა. აღსანიშნავია, რომ „Chateau Cotes de Saint Daniel“-ი 40000 ბოთლ მშრალ, ნახევრად ტკბილ, სადესერტო ღვინოს აწარმოებს.
- იური კოვალჩუკი – „New World“. 2017 წელს Bank Rossiya Yuri Kovalchuk-ის თავმჯდომარე იური კოვალჩუკმა, Novy Svet-ის შამპანურის ქარხნის 100% -იანი წილისთვის 1.5 მილიარდი რუბლი გადაიხადა. ქარხანა წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიონი ბოთლ შამპანურს აწარმოებს.
- იური კოვალჩუკი – „Massandra“. ცნობისთვის, იური კოვალჩუკის მეღვინეობა მხოლოდ შამპანურის ქარხნით არ შემოიფარგლება. 2020 წელს კოვალჩუკმა „Massandra“-ის ვენახი შეიძინა, რომელიც 4000 ჰექტარზეა გადაჭიმული. კომპანია ყოველწლიურად 20 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
- სერგეი გალიცკი – „Galitsky and Galitsky“, „Russian Terroir“. 68 ჰექტარზე გაშენებული გალიცკის ვენახიდან ყოველწლიურად 66000 ბოთლი ღვინო იწარმოება.
- გენადი ტიმჩენკო – „Usadba Divnomorskoye“. გენადი ტიმჩენკო 2018 წლიდან გახდა “Usadba”-ის ვენახის წილის თანამფლობელი. ვენახი გაშენებულია 47 ჰექტარზე. წარმოების მოცულობა 100000 ბოთლია წელიწადში. შეგახსენებთ, რომ ტიმჩენკოს ინიციატივით, ყურძენი მხოლოდ ხელით იკრიფება და ვენახებიდან ათეულობით მეტრის მოშორებით მუშავდება. აღსანიშნავია, რომ დარბაზში, სადაც ღვინოს აწარმოებენ, კლასიკურ მუსიკას უკრავენ. გენადი ტიმჩენკო თვლის, რომ მუსიკა აუმჯობესებს ღვინის ხარისხს.