SpaceX-ი Doge-1-ს მთვარეზე 2022 წელს გაუშვებს

SpaceX-ი Doge-1-ს მთვარეზე 2022 წელს გაუშვებს

კოსმოსური რაკეტების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ SpaceX-მა, კრიპტოვალუტა Dogecoin-ის სატელიტის მთვარეზე გაშვება 2022 წლისთვის დააანონსა.

Canada’s Geometric Energy Corporation-ის (GEC) განცხადებით, კომპანია მთვარეზე 40-კილოგრამიანი Falcon 9 რაკეტის გასროლას განიხილავს. ცნობისთვის, კოსმოსური ხომალდი სადაზვერვო კამერებით, სენსორებითა და ინტეგრირებული საკომუნიკაციო სისტემებით იქნება აღჭურვილი.

შეგახსენებთ, რომ Dogecoin-ი 2013 წელს პროგრამული ინჟინრების ბილი მარკუსისა და ჯექსონ პალმერის მიერ ჩაეშვა. აღსანიშნავია, რომ Dogecoin-ი მიზნად ისახავდა ყოფილიყო Bitcoin-ის მსგავსი კრიპტოვალუტა, თუმცა თავდაპირველად „სერიოზულად“ არ განიხილებოდა. სახელწოდებაც კი, “doge”, ინტერნეტმიმიდან არის აღებული, სადაც გამოსახულია იაპონური ჯიშის ძაღლი შიბა ინუ.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, 2021 წელს Dogecoin-ის ფასი 26,000 პროცენტით გაიზარდა. კრიპტოვალუტის ფასის ზრდას ილონ მასკის მხრიდან მის მხარდაჭერასაც უკავშირებენ. ილონ მასკის განცხადებით, Dogecoin-ი ხალხის კრიპტოვალუტა იქნება.

რაც შეეხება DOGE-1 მისიას მთვარეზე, ჯერჯერობით არ არის დაანგარიშებული მისიის ღირებულება. SpaceX-ის სავაჭრო გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტ ტომ ოჩინეროს განცხადებით, მისია ხელს შეუწყობს დედამიწის ორბიტის მიღმა კრიპტოვალუტის გამოყენებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *