კოვიდვაქცინის პოპულარიზაციის მიზნით, McDonald's-ი ყავის ჭიქის დიზაინს ცვლის

კოვიდვაქცინის პოპულარიზაციის მიზნით, McDonald's-ი ყავის ჭიქის დიზაინს ცვლის

McDonald’s-ი, თეთრ სახლთან თანამშრომლობით, კორონავირუსის ვაქცინის შესახებ საჭირო ინფორმაციას ყავის ჭიქებზე დაიტანს, რათა საზოგადოებაში შეამციროს აცრასთან დაკავშირებული უნდობლობა.

ივლისის დასაწყისში ამერიკელი მომხმარებელი McCafe-ის ყავას ჭიქის ახალი დიზაინით შეიძენს, წარწერით: ,,ჩვენ ეს შეგვიძლია“. ეს სლოგანი ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების მიერ არის შექმნილი, რათა გაზარდოს COVID-19-ის ვაქცინისადმი ნდობა. ჭიქაზე ასევე მითითებული იქნება ინტერნეტმისამართი – vaccines.gov, სადაც ადამიანები სანდო ინფორმაციას გაეცნობიან და სასურველ ადგილას ვაქცინის მისაღებად რეგისტრაციას შეძლებენ.

კამპანია რამდენიმე კვირას გაგრძელდება და სლოგანი 50 მილიონამდე ჭიქაზე დაიბეჭდება.

ამასთანავე, მაისის შუა რიცხვებში ნიუ-იორკის ტაიმზ-სკვერზე McDonald’s-ის ცნობილ ბილბორდზე ვაქცინის შესახებ ინფორმაცია განთავსდება.

ამერიკის მთავრობა McDonald’s-ს აღნიშნულ კამპანიაში თანხას არ უხდის. კომპანიის წარმომადგენელი ჯენა ჯენტი განმარტავს, რომ თანამშრომლები მოხარულები არიან, რადგან აქვთ შესაძლებლობა, კრიტიკულ პერიოდში ემსახურონ საკუთარ საზოგადოებას, საჭირო ინფორმაციის მიწოდებით.

გასული თვის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით ვაქცინირებულთა რიცხვი  შემცირდა. ოფიციალური პირები ცდილობენ, დამატებითი სტიმულების შეთავაზებით გაზარდონ ვაქცინის მსურველთა რაოდენობა.

ამჟამინდელი მონაცემებით, ამერიკაში უკვე 150 მილიონამდე ადამიანმა ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მაინც მიიღო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *