ცვლილებები მილიარდერთა სიაში - უმდიდრესი ადამიანი დროებით ბერნარ არნო გახდა

ცვლილებები მილიარდერთა სიაში - უმდიდრესი ადამიანი დროებით ბერნარ არნო გახდა

24 მაისს, დილით, მსოფლიოს მილიარდერთა სიას ახალი ლიდერი ჰყავდა –  LVMH-ის (Louis Vuitton Moet Hennessy) მფლობელი და გენერალური დირექტორი, ბერნარ არნო. მისი პირველობა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, თუმცა მაინც აღსანიშნავია, რომ არნომ ქონების საერთო მოცულობით, რამაც $186.3 მილიარდი შეადგინა, Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო.

როგორც Forbes-ი წერს, არნოს წარმატება პანდემიური შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირდება. სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ 2021 წლის მარტის შემდეგ, არნოს ქონება $76 მილიარდიდან $186.3 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ბოლო 14 კვირაში $110-მილიარდიანი მატებაა.

ცნობისთვის, LVMH-ის შემოსავალი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში $17 მილიარდი იყო, ანუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით მეტი.

Forbes-ის განახლებად სიაზე დაკვირვებით, ირკვევა, რომ ამ წუთისათვის ლიდერი კვლავ ჯეფ ბეზოსია. თუმცა უნდა ითქვას, რომ პროგნოზირება საკმაოდ რთულია და არაა გამორიცხული, ტიტულის მფლობელი კვლავ ბერნარ არნო გახდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *