Moderna-ს ვაქცინა მოზარდებში 100%-ით ეფექტიანი აღმოჩნდა

Moderna-ს ვაქცინა მოზარდებში 100%-ით ეფექტიანი აღმოჩნდა

25 მაისს გასაჯაროვებული კვლევის შედეგების თანახმად, Moderna-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 12-დან 17 წლამდე მოზარდებში მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტიანია. შესაბამისად, Pfizer-ის შემდეგ აღნიშნული კომპანიაც ყველა საჭირო საფეხურს გაივლის დასახელებულ ასაკობრივ ჯგუფზე დისტრიბუციის უფლების მოსაპოვებლად.

ცნობისთვის, კვლევაში მონაწილეობა აშშ-ში მცხოვრებმა 3 732-მა მოზარდმა მიიღო და ვაქცინის ორი დოზით აცრის შემდეგ მათგან არც ერთი არ დაინფიცირებულა. სწორედ ამიტომ, მისი ეფექტიანობა ხელთ არსებულ მონაცემებზე დაკვირვებით 100%-ით განისაზღვრა. გარდა ამისა, იმუნიზაციაში ჩართულ პირებს სერიოზული გვერდითი მოვლენები არ ჰქონიათ – მხოლოდ თავის ტკივილი, მოდუნება და კუნთების მსუბუქი ტკივილი.

Moderna აპირებს, რომ ივნისის დასაწყისში აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტის ადმინისტრაციას (FDA) მიმართოს ვაქცინის მოზარდებში გამოყენებასთან დაკავშირებით, რათა მათი ნაწილის აცრა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, სექტემბრამდე, მოესწროს.

FDA-მ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების არეალი უკვე გააფართოვა 12-15 წლის მოზარდებისთვის. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე კომპანიას – Pfizer-საც და Moderna-საც – დაწყებული აქვთ ცდები, რომლებიც იმუნიზაციაში 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვების ჩართვას მოიაზრებს.

შეგახსენებთ, რომ ბავშვები შტატების პოპულაციის 20%-ს შეადგენენ. იმუნიტეტის გამოსამუშავებლად და პრე-პანდემიურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად აშშ-ს მოსახლეობის 70%-დან 85%-მდე აცრა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოზარდების ჩართულობა პროცესში უმნიშვნელოვანესია.

თავად Moderna ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის ვაქცინის ეფექტიანობაც 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში 95%-ია.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

  1. You made your point.
    meilleur casino en ligne
    Useful facts, Kudos.
    casino en ligne France
    Useful tips, Thanks a lot.
    casino en ligne
    Regards! An abundance of data.
    meilleur casino en ligne
    You actually mentioned that fantastically!
    meilleur casino en ligne
    Kudos. Terrific stuff!
    casino en ligne fiable
    Whoa a lot of superb tips.
    casino en ligne France
    Whoa lots of amazing facts.
    casino en ligne francais
    Position well utilized!!
    casino en ligne
    Appreciate it. Ample stuff!
    casino en ligne

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *