ბრიტანელი მკვლევრები პედაგოგებს ობიექტურობისკენ მოუწოდებენ

ბრიტანელი მკვლევრები პედაგოგებს ობიექტურობისკენ მოუწოდებენ

წელს მასწავლებლების შეფასებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პანდემიის გამო გაუქმებული საჯარო გამოცდების შედეგებზე დიდ ბრიტანეთში.

ფსიქოლოგთა თქმით, მასწავლებელთა შეფასებები შეიძლება მიკერძოებული იყოს მათთვის უფრო მისაღები პიროვნული თვისებების მქონე მოსწავლეების მიმართ და ამან რეალური შესაძლებლობების ობიექტურ შეფასებაზე გავლენა მოახდინოს.

ბელფასტისა და ლონდონის უნივერსიტეტების მკვლევრებმა მასწავლებლების მიერ მინიჭებულ შეფასებებსა და ანონიმური წერითი გამოცდის შედეგებს შორის განსხვავება შეისწავლეს.

აღნიშნული კვლევა დაფუძნებულია რუსეთის 14-დან 18 წლამდე ასაკის 1200 მოსწავლის შერჩევით ერთობლიობაზე და ყველა საგანმანათლებლო სისტემის რელევანტურია. შედეგად, მასწავლებელთა შეფასებებისა და ანონიმური გამოცდების შედეგების ერთმანეთთან შედარებით  გამოვლინდა 10%-იანი უპირატესობა ისეთი მოსწავლეების მიმართ, რომლებიც მათი პიროვნული თვისებების გამო მასწავლებელთა მხრიდან კეთილგანწყობას იმსახურებენ. აკადემიურ გარემოში კი  შეფასების 10%-იანი ვარიაცია მნიშვნელოვან ცდომილებას ნიშნავს.

კვლევის თანახმად, მასწავლებლებმა მაღალი ქულებით შეაფასეს კომუნიკაბელური, კარგი ყოფაქცევის და სასიამოვნო პიროვნული თვისებების მქონე მოსწავლეები. ეს მიდგომა მოქმედებდა იმ მოსწავლეთა საწინააღმდეგოდ, რომლებიც შედარებით უარყოფითი ან ანტისოციალური თვისებების მქონედ აღიქმებოდნენ.

უნივერსიტეტის მკვლევრები პედაგოგებს მოუწოდებენ, არ გამოყონ მოსწავლეები პიროვნული მახასიათებლების ან საკუთარი ნეგატიური მოლოდინის გამო.

აღსანიშნავია, რომ კვლევამ ვერ დაადგინა მკაფიო კავშირი პიროვნების ტიპებსა და გამოცდების რეალურ შედეგებს შორის. ასევე კვლევაში არ იყო განხილული მიკერძოება სქესის ან ეთნიკური კუთვნილების თვალსაზრისით.

ASCL-ის მასწავლებელთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა, ჯეფ ბარტონმა  უარყო მასწავლებლების უსამართლო მიდგომის იდეა და განაცხადა, რომ მიმდინარე წლის შედეგების სამართლიანობის უზრუნველსაყოფად შემუშავებულია საჭირო ზომები.

ცნობისთვის, პედაგოგები გამოცდის მარეგულირებელი ოფისის Ofqual-ის  მიერ გაცემულ მითითებებს დეტალურად ასრულებენ, ხოლო სკოლები და კოლეჯები ძალისხმევას არ იშურებენ ხარისხის უზრუნველყოფისთვის.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

  1. Regards! A lot of data.
    casino en ligne francais
    Awesome info, With thanks!
    casino en ligne France
    With thanks, Quite a lot of material!
    casino en ligne francais
    Helpful knowledge, Cheers.
    casino en ligne
    Amazing all kinds of terrific information!
    casino en ligne
    Thanks a lot. I enjoy it.
    casino en ligne
    Many thanks! I appreciate it.
    casino en ligne fiable
    Tips nicely applied!.
    casino en ligne fiable
    You explained this adequately!
    casino en ligne francais
    Whoa quite a lot of fantastic material!
    casino en ligne

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *