ახალი კულტურული სივრცე „კოკა-კოლას“ ძველი ქარხნის ტერიტორიაზე

ახალი კულტურული სივრცე „კოკა-კოლას“ ძველი ქარხნის ტერიტორიაზე

როგორი იქნება „კოკა-კოლას“ ქარხნის ძველ ტერიტორიაზე ახალი სივრცე, რომელზეც Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი და ორგანიზატორი სოფო ჭყონია მუშაობს? Factory Tbilisi – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფოტოებს სოციალურ ქსელში თავად ჭყონია ავრცელებს.

მოდა, ხელოვნება და დიზაინი – ეს არის მთავარი მიმართულებები, რომელთა მიხედვითაც თბილისში, წერეთლის გამზირზე მოეწყობა კინოსტუდია, საკონცერტო დარბაზი, სატელევიზიო სივრცეები და ტექნოლოგიური ჰაბიც.

ცნობისთვის, იმის შესახებ, რომ სოფო ჭყონია „კოკა-კოლას“ ძველი ქარხნის ტერიტორიასთან დაკავშირებით გრანდიოზულ, საინტერესო პროექტზე მუშაობდა, თემურ ჭყონიამ გასული წლის სექტემბერში განაცხადა.

მაშინ გამოცემა WWD-თან საუბრისას თავად სოფო ჭყონიამ თქვა, რომ თავისი მიზნების განხორციელებას, პირველ რიგში, ახალი კულტურული სივრცის გახსნით იწყებდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *