ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის პრობლემების აღმოსაფხვრელად, 2.1მილიარდი აშშ დოლარის გაღებას აპირებს. აღნიშნული წინადადება მელინდა გეიტსმა პარიზში, გაეროს ფორუმზე გააჟღერა.
პრესრელიზის მიხედვით, ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე ჯამში 40მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია შეგროვდა, რაშიც საკუთარი წვლილი სხვადასხვა მსხვილმა ფონდმა შეიტა. ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანდ ფორდის ფონდმა 420$ მილიონი აშშ დოლარის კონტრიბუცია განახორციელა. მსოფლიო ბანკმა გენდერული თანასწორობის პროგრამები 12 აფრიკულ სახელმწიფოში დააანონსა.
გეიტსების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ნაბიჯი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ლიდერული თვისებების შეძენაში დახმარებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, ფონდის მიერ გაღებული თანხის პროპორციული გადანაწილებაც ამგვარია: 650 მილიონი აშშ დოლარი ეკონომიკურ გაძლიერებას მოხმარდება, 1.4 მილიარდი აშშ დოლარი – ჯანმრთელობასა და ოჯახის დაგეგმვაში ხელშეწყობას, ხოლო $100 მილიონი – ლიდერული თვისებების შეძენაში დახმარებას.
თაობათა თანასწორობის ფორუმს საფრანგეთი და მექსიკა მასპინძლობენ. ბოლო ამგვარი შეხვედრა 1995 წელს პეკინში ჩატარდა და მას ათასობით აქტივისტი დაესწრო. მელინდა გეიტსი კი ფორუმის მთავარ სპიკერებს შორის ერთ-ერთია. ცნობისათვის, ბილ და მელინდა გეიტსების 27-წლიანი ქორწინება გასულ თვეში განქორწინებით დასრულდა.
დატოვე კომენტარი