ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალის (E60) ორი მონაკვეთის გასაუმჯობესებლად დამატებით 106.7 მილიონი ევროს ოდენობის სესხი დაუმტკიცა. ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიისათვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრებთან არსებული მონაკვეთების ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება იგეგმება.
საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხით მაგისტრალის ორი მონაკვეთი შეკეთდება:
- ალგეთსა და სადახლოს შორის არსებული 30-კილომეტრიანი სექცია;
- რუსთავსა და წითელ ხიდს შორის არსებული 32-კილომეტრიანი სექცია.
პროექტი მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს გზის საფარი ნაწილი, გახადოს მაგისტრალი უფრო უსაფრთხო, შეამციროს მგზავრობის დრო და ხარჯები და გაზარდოს ქვეყნის ეკონომიკური და ტერიტორიული ერთიანობა. გარდა ამისა, აღნიშნული ქმედება გააძლიერებს კავშირს სამხრეთ კავკასიის რეგიონთანაც.
სამუშაოების დასრულების შემდეგ გზატკეცილი მანამდე არსებული გზის უფრო სწრაფ და უსაფრთხო ალტერნატივას შემოგვთავაზებს. გარდა ამისა, საქართველო შეუერთდება ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელსაც.
ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალის მშენებლობას 2012 წლის შემდეგ უჭერს მხარს და ამ დროისათვის ინვესტიციების საერთო რაოდენობამ 1 მილიარდ ევროს მიაღწია.
დატოვე კომენტარი