საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის ივნისში 2020 წლის ივნისთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 30%-ით (82 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 38%-ით (229 მლნ დოლარით) გაიზარდა. 2021 წლის ივნისში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 349 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 837 მლნ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის ივნისში დაფიქსირებული ექსპორტის მოცულობა 2019 წლის ივნისის მაჩვენებელზეც მეტია 12.5%-ით.
ივნისის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -488 მლნ დოლარია, რაც 2020 წლის ივნისის უარყოფით ბალანსზე 147 მლნ დოლარით მეტია.
ექვსი თვის ჯამში, 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 25.5%-ით, ხოლო იმპორტი 19.5%-ით გაიზარდა. სავაჭრო ბრუნვა 21%-ითაა გაზრდილი. ექვსი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -2 402 მლნ დოლარია, 2020 წლის ექვს თვეში -2 047 მლნ დოლარი იყო.
ივნისის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ივლისს გამოქვეყნდება.
დატოვე კომენტარი