შარშან კომპანიების CEO-ების ხელფასები დასაქმებულთა ანაზღაურებაზე 299-ჯერ მაღალი იყო

შარშან კომპანიების CEO-ების ხელფასები დასაქმებულთა ანაზღაურებაზე 299-ჯერ მაღალი იყო

2020 წელს, პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო  განსხვავება კომპანიების აღმასრულებელი დირექტორების ხელფასებსა და დასაქმებულთა საშუალო მედიანურ ანაზღაურებას შორის დრამატულად მაღალი იყო.

ამერიკული საფონდო ბირჟის 500 ყველაზე მსხვილი კომპანიის (S&P 500) CEO-ების შრომის წლიური ანაზღაურება საშუალო სტატისტიკურ მომუშავისაზე 299-ჯერ მაღალი აღმოჩნდა. კვლევის თანახმად, შარშან აღმასრულებელმა დირექტორებმა ხელფასის სახით საშუალოდ 15.5 მილიონი აშშ დოლარი მიიღეს. წინა ათწლეულთან შედარებით აღნიშნულ მაჩვენებელში ყოველწლიური ანაზღაურების დაახლოებით $260,000-იანი ზრდა შეინიშნება. ამავდროულად, რიგითი დასაქმებულის ანაზღაურება აღნიშნულ კომპანიებში 2020 წელს საშუალოდ $43,512 იყო. გასულ ათწლეულთან შედარებით ამ მაჩვენებელში მხოლოდ $957-იანი ზრდა შეინიშნება.

2020 წელს პანდემიის გამო ვითარება წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შეიცვალა. აღმასრულებლების კომპენსაციის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით დაახლოებით  700,000 ამერიკული დოლარით გაიზარდა. 2019 წელს CEO-სა და საშუალო სტატისტიკური დასაქმებულის  ანაზღაურებას შორის პროპორცია 264:1-ს შეადგენდა.

2020 წელს ყველაზე მაღალშემოსავლიანი CEO PayCom-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჩად რიჩისონი გახდა. მან ანაზღაურების სახით გასულ წელს  200 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. გარდა PayCom-ის აღმასრულებელი დირექტორისა, სიის სათავეში ხვდებიან ისეთი კომპანიების CEO-ები, როგორიცაა – General Electric-ი, Regeneron Pharmaceuticals-ი, Hilton-ი, T-Mobile-ი, Nike-ი, Microsoft-ი და Netflix-ი.

ყველაზე დიდი განსხვავება აღმასრულებელი დირექტორისა და დასაქმებულის ხელფასს შორის Aptiv-ის პრაქტიკამ აჩვენა. კომპანიაში აღნიშნული მონაცემის პროპორციამ 5,294:1-თან შეადგინა.

დატოვე კომენტარი

1 კომენტარი

  1. Thanks a lot. I value it.
    casino en ligne fiable
    You expressed this well!
    meilleur casino en ligne
    This is nicely expressed. !
    casino en ligne francais
    You definitely made your point!
    casino en ligne
    This is nicely put! !
    casino en ligne fiable
    Appreciate it! Loads of data.
    casino en ligne
    Nicely put. Cheers!
    casino en ligne
    You actually stated it exceptionally well!
    casino en ligne
    You said it exceptionally well.
    casino en ligne France
    Very good info, Thanks a lot!
    meilleur casino en ligne

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *