Aston Martin-ი ახალი მოდელის, Valhalla-ს , გამოშვებას 2023 წლიდან გეგმავს, რომლის სავარაუდო ფასიც 600000 გირვანქა სტერლინგზე მეტი იქნება. ამჟამინდელი მონაცემებით, ავტომობილი 950 ცხენის ძალის სპორტული ტიპის ჰიბრიდია, ფუტურისტული დიზაინის ელემენტებით. აღნიშნული მოდელი Aston Martin-ის შუაძრავიანი სპორტული მოდელებიდან Valkyrie halo-სა და Vantage-ის შემდეგ მესამეა.
„’ვალჰალას’ გამოშვება თავად კომპანიის მზაობასაც აჩვენებს, შექმნას გამორჩეული შუაძრავიანი, მძღოლზე მორგებული მანქანა, რაც თავისთავად Aston Martin-ის პროდუქციის ხაზის გაფართოებასაც ნიშნავს“, – აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
გასულ წელს კომპანიაში ახალი ხელმძღვანელის მოსვლის შემდეგ, Aston Martin-ის შესაძლებლობებიც შეიცვალა. კანადელმა მილიარდერმა, ლოურენს სტროლმა, დაფინანსების გაზრდა, ინვენტარის განახლება და Mercedes-Benz-ში პარტნიორის გამოძებნა მოახერხა. ამ გზით, კომპანიას ახალი მოდელის წარმოებისათვის ახალი შესაძლებლობები მიეცა.
ამჟამად Aston Martin-ი ახალი მოდელით გერმანიის ცნობილ ნიურბურგრინგის სატესტო ტრასაზე 6.5წთ-ზე ნაკლები დროში დაფარვას და მაქსიმალური სიჩქარის 349 კმ/სთ-მდე გაზრდას გეგმავს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მკაცრ რეგულირებას და 2030 წლამდე ნახშირბადის ემისიის 55%-ით შემცირებას გეგმავს. ცნობილია, რომ კანონპროექტი არ გავრცელდება ისეთ მწარმოებლებზე, რომლებიც წლიურად 10000-ზე ნაკლებ მანქანას აწარმოებს, მათ შორის Aston Martin-ზე.
დატოვე კომენტარი