ბოლო წლების განმავლობაში Google Chrome-ი ბაზარზე წამყვანი ვებბრაუზერის პოზიციას არ თმობს. ბოლო მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით Chrome-ის პლატფორმას 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. თუმცა, გარდა მომხმარებლებს შორის პოპულარობისა, ვებბრაუზერი და მისი მესამე განახლებული ვერსია ჰაკერების ყურადღებასაც იპყრობს.
ოფიციალურ პოსტში კომპანიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ არსებობს ე.წ. „Zero-day“ „ექსპლოიტ“ კოდი (CVE-2021-30563), რომლის წარმომავლობაც, მისი წინამორბედი კიბერშეტევების მსგავსად, უცნობია. თუმცა ე.წ. „Zero-day“ კოდი დანარჩენი „ექსპლოიტებისგან“ განსხვავდება იმით, რომ ის საჯარო და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მანამდე გახდა, სანამ კომპანია მისი არსებობის შესახებ გაიგებდა.
კიბერშეტევისაგან საკუთარი მოწყობილობის დასაცავად Google Chrome-ის თითოეულ მომხმარებელს შეუძლია განაახლოს ბრაუზერი შემდეგი თანამიმდევრობით: პარამეტრები – დახმარება – Google Chrome-ს შესახებ“. თუ ბოლო ნაწილში („Google Chrome-ის შესახებ“) ბრაუზერის ახალი ვერსია Linux-ზე, macOs-სა ან Windows-ზე შეესაბამება 91,0,4472,164-ის ან უფრო ახალ ვერსიას, მაშინ მოწყობილობა უსაფრთხოა. თუ არა, მაშინ შეამოწმეთ განახლებადი ვერსია, გადატვირთეთ მოწყობილობა ერთხელ და ახალი ვერსიის ინსტალირებისთვის მოწყობილობა მზად იქნება.
კიბერშეტევა Google Chrome-ზე მიმდინარე წელს რამდენჯერმე განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია რამდენიმე დღეში ახერხებს პრობლემის აღმოფხვრას, მომხმარებლების მიერ ვერსიის სწრაფად განახლება კიბერშეტევების ეფექტიანობას საგრძნობლად ზრდის.
Google-ის განცხადებით, აღნიშნული, საშუალო ხარისხის მოწყვლადობის საფრთხის გარდა, Google-ის ახალ ვერსიაში დამატებით ექვსი სახის კიბერშეტევის საფრთხის შემცველი კოდები შეინიშნება. ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული კიბერშეტევების დიდი წილი ჰაკერულ დაჯგუფება PuzzleMaker-ზე მოდის. აღსანიშნავია, რომ გახშირებული კიბერშეტევების გამო, Windows-მა საკუთარი მომხმარებლების დასაცავად უსაფრთხოების ზომები მიიღო.
დატოვე კომენტარი