საუდის არაბეთმა 2 მლრდ დოლარის ღირებულების წყლის გამამტკნარებელი საწარმოს გაყიდვა შეაჩერა

საუდის არაბეთმა 2 მლრდ დოლარის ღირებულების წყლის გამამტკნარებელი საწარმოს გაყიდვა შეაჩერა

საუდის არაბეთმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიდროსადგურის გაყიდვის პროცესი შეაჩერა. სადგურმა მსოფლიო მასშტაბით მრავალი ინვესტორის ყურადღება მიიქცია, რომელთა შორის ფრანგული ელექტრომომარაგების კომპანია Engie SA-ც არის.

რას-ალ-ხაირის წყლის გამამტკნარებელი ენერგოსადგურის მშენებლობა საუდის არაბეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მიმდინარეობს და  ეს პროექტი ქვეყანას 7 მილიარდი აშშ დოლარი უჯდება. საუდის არაბეთის მთავრობა წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროგრამის ამოქმედებას ისახავდა მიზნად, თუმცა პანდემიის გამო ეს პროცესი შეჩერებულია.

საინფორმაციო გამოცემა Al-Jazeera-სთვის საიდუმლოდ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საუდის არაბეთი გამამტკნარებელი საწარმოს 60%-იანი წილის გასხვისებას 2 მილიარდ აშშ დოლარად გეგმავდა. თუმცა საინტერესოა, რომ წილის პოტენციური მყიდველები საწარმოს ასაკზე, მოძველებულ ტექნოლოგიებსა და გარემო პირობებზე აპელირებენ.

საუდის არაბეთის პრივატიზაციის ეროვნული ცენტრის სპიკერის განცხადებით, რას-ალ-ხაირის ჰიდროსადგურის გასხვისების შეჩერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარება გახდა.

საუდის არაბეთის ფინანსთა მინისტრ მუჰამად ალ-ჯადანის განცხადებით, სახელმწიფო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პრივატიზაციის პროგრამის ფარგლებში 38 მილიარდი აშშ დოლარის მიღებას გეგმავს.

რას-ალ-ხაირის ჰიდროსადგური 2017 წლიდან ფუნქციონირებს. მისი 60%-იანი წილის შეძენის მსურველები კი იაპონური Jera Co. და Marubeni Corp.-ი , ასევე   ინდური NTPC Ltd. არიან. წყლის გამამტკნარებელი საწარმო ყოველდღე 1.05 მილიონ კუბურ მეტრ მტკნარ წყალს უშვებს, რითაც დედაქალაქი და ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი მარაგდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *