Google-ის სარეკლამო შემოსავლები 69%-ით გაიზარდა

Google-ის სარეკლამო შემოსავლები 69%-ით გაიზარდა

2021 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, Google-ის რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი 69%-ითაა გაზრდილი და 50,44 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მთლიანი შემოსავალი Refinitiv-ის ანგარიშით 56,16 მილიარდი აშშ დოლარიდან, 61,88 მილიარდ აშშ დოლარამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო გამომუშავება ერთ აქციაზე $19,34-დან 27,16 აშშ დოლარამდე ზრდას შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით 83%-ითაა გაზრდილი YouTube-ის შემოსავალი და დღევანდელი მონაცემებით 7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. ამ მაჩვენებლით, YouTube-ი უახლოვდება Netflix-ის კვარტალურ შემოსავალს, რომელიც 7,34 მილიარდ აშშ დოლარს უდრის.

კომპანიის უფროსი ბიზნესწარმომადგენლის განცხადებით, Google-ის შემოსავლების დიდ ნაწილი საცალო ვაჭრობაზე მოდის. ამას გარდა, ფილიპ შინდლერი აღნიშნავს, რომ ტელევიზორის საშუალებით YouTube-ის გამოყენება მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფი ზრდისთვის ერთ-ერთი გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდა. ჯამში, ყოველთვიურად 120 მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს ტელევიზორებს YouTube-ის არხების საყურებლად. რაც შეეხება YouTube Shorts-ს, რომელიც TikTok-ის უპირობო კონკურენტად ჩამოყალიბდა, მარტის  მონაცემებით, მას ყოველდღიურად 6,5 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

რაც შეეხება, Google Cloud-ის პლატფორმიდან მიღებულ შემოსავალს, წინა წელთან შედარებით მიმდინარე წელს ზრდამ 3,01 მილიარდიდან 4,63 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, Google Cloud-ი წარმოადგენს ინფრასტრუქტურულ და მონაცემთა ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც „Google Docs“-ს,  „Google  Sheets“-ს და სხვა მექანიზმებს აერთიანებს.

Google-ის წარმომადგენლების განცხადებით, პანდემიის დამთავრებასთან ერთად, ისინი შემოსავლების უფრო დიდ ზრდას ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ კომპანიაში სამუშაო პოზიციაზე თანამშრომლების დაბრუნება სექტემბრიდან იგეგმება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *