2040 წლისთვის ახალი ავტომობილების 66% ელექტრომობილი იქნება

2040 წლისთვის ახალი ავტომობილების 66% ელექტრომობილი იქნება

2040 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული ყოველი სამი მანქანიდან ორი ელექტრომობილი იქნება, – ამის შესახებ „ბლუმბერგის“ მკვლევრები წერენ, მწვანე ენერგიისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ მოხსენებაში. ტექნოლოგიური გადასვლის წინა ხაზზე ევროპის ქვეყნები და ჩინეთი არიან. აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია მხოლოდ სამგზავრო ავტომობილებზე როდი ვრცელდება – 2040 წლისთვის, ავტობუსების, მცირე და საშუალო ზომის კომერციული ტრანსპორტისა და ორ და სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების სრული უმეტესობა ელექტრო ბატარეებით იქნება აღჭურვილი.

დღეს მსოფლიოში 12 მილიონი სამგზავრო და 1 მილიონი კომერციული ელექტრომობილია, რაც ამ ტიპის ტრანსპორტის მსოფლიო ავტოპარკის 1%-ს შეადგენს. ამავდროულად, მსოფლიოს გზებზე ორ და სამთვლიანი ელექტროტრანსპორტის 260 მილიონი ერთეული მოძრაობს. „ბლუმბერგის“ ვარაუდით, 2025 წლისთვის სამგზავრო ელექტრომობილების რიცხვი 54 მილიონამდე გაიზრდება, ხოლო 2040 წლისთვის – 66 მილიონამდე.

ელექტრომობილების გავრცელების მზარდ ტენდენციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ელექტრომობილებში გამოყენებული ბატარეების ეფექტიანობა დღითიდღე იხვეწება, ხოლო ფასი პერიოდულად იკლებს, რასაც ელექტრომობილების დამტენი სადგურების გავრცელება და პოლიტიკოსებისა და მწარმოებლების მიერ შექმნილი ოპტიმისტური გარემო ემატება და ინდუსტრიას უფრო და უფრო მიმზიდველს ხდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *