Amazon-მა გაყიდვებით Walmart-ს გადაასწრო

Amazon-მა გაყიდვებით Walmart-ს გადაასწრო

Amazon-მა გაყიდვებით Walmart-ს გასულ წელს პირველად გადაასწრო. New York Times-ის ცნობით, Amazon-ი, საკუთარი და მის პლატფორმაზე მესამე პირის მიერ გაყიდული საქონლით, ჩინეთის გარეთ პირველად გახდა მსოფლიოს უმსხვილესი საცალო მოვაჭრე.

Wall Street-ის მონაცემებით, უკანასკნელი 12 თვეში Amazon-ის პლატფორმაზე მყიდველების მერ დახარჯული თანხა 610 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა, როდესაც Walmart-მა დროის იგივე მონაკვეთში 566 მილიარდი აშშ დოლარის გაყიდვები ნახა.

Amazon-ის გაყიდვებმა განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, ონლაინ ვაჭრობის ზრდასთან ერთად მოიმატა. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში Amazon-ის პლატფორმაზე გაყიდული საქონლის საერთო ღირებულება $200 მილიონით გაიზარდა.  რაც შეეხება Walmart-ს, პანდემიის პერიოდში 24 მილიარდიანი ზრდით ის საკმაოდ ჩამორჩება Amazon-ის გაყიდვებს.

მიუხედავად Walmart-ის მიერ გაყიდვების საჯარო გამოქვეყნებისა, რომელიც ძირითადად მისივე საქონლით შედგება, ანალიტიკოსები Amazon-ს წარმატებას უფრო მეტად უწინასწარმეტყველებენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კომპანიის პლატფორმაზე უმეტესწილად მესამე პირის მიერ გასაყიდი საქონელია წარმოდგენილი და Amazon-ი მხოლოდ გაყიდვისთვის გადახდილ საფასურს აქვეყნებს. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბაზარზე ორივე კომერციული გიგანტი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჩინურ ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Alibaba-ს, რომლის გაყიდვებმაც გასულ წელს 1.2 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ Amazon-ის დამფუძნებელი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსია, რომლის ქონებაც Forbes-ის მონაცემებით 187 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. რაც შეეხება, Walmart-ის დამფუძნებელი ძმების, სემ და ჯეიმ უოლტონების შთამომავლებს, 2020 წლის მონაცემებით ისინი ჯამში 247 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *