რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისაგან მიყენებული ზარალი $100 მილიარდზე მეტია - უკრაინის პრემიერი

რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისაგან მიყენებული ზარალი $100 მილიარდზე მეტია - უკრაინის პრემიერი

რუსეთის მიერ ყირიმის დროებითი ოკუპაციით, უკრაინას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიადგა. ზარალის დაახლოებითი მოცულობა კი 100 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

უკრაინული მედია საშუალების, Ukrinform-ის კორესპონდენტის მოხსენების თანახმად, ყირიმის პლატფორმის სამიტზე უკრაინის პრემიერ მინისტრმა, დენის შმიჰალმა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციით უკრაინისათვის მიყენებულ ზარალზე ისაუბრა. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტების გათვლებით, ზარალის რაოდენობა საერთო ჯამში 100 მილიარდ დოლარზე მეტია. ეს კი მთელი რიგი ფაქტორებითაა გამოწვეული.

უკრაინამ ყირიმის ტერიტორიის სახით დაკარგა ძალიან ბევრი ბუნებრივი რესურსი, სახელმწიფო აქტივი, ინდუსტრიული ნაგებობები და ყველაზე მთავარი, უარყოფითი შედეგები იმ ადამიანებისათვის, რომლებიც აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკის მსხვერპლი არიან.

გარდა ამისა, პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაზე ეფექტური გზა ამ ზარალის აღმოსაფხვრელად რუსეთის იძულებაა დაიწყოს ყველა იმ კომპენსაციის გადახდა, რომელიც საერთაშორისო სასამართლომ ყირიმის ანექსიისათვის მას დააკისრა.

დენის შმიჰალის განმარტებით, უკვე საკმაოდ ბევრი პრეცენდენტი არსებობს იმისა, როდესაც საჯარო თუ კერძო სტრუქტურამ რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო მოიგო. შესაბამისად, საჭიროა პრეცედენტების არსებობაც.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას მოჰყვა, როგორც უდიდესი ადამიანური დანაკარგები, ისე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალიც, რომლის აღმოფხვრასაც უკრაინა უკვე წლებია ცდილობს.

აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრემიერ მინისტრმა პრეზიდენტის ინიციატივით ორგანიზებულ, ყირიმის დეოკუპაციის სამიტზე 23 აგვისტოს გააკეთა. სამიტში მონაწილეობას 46 ქვეყნის დელეგაცია იღებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *