სტამბულის აეროპორტი 2050 წლამდე ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიღწევას გეგმავს

სტამბულის აეროპორტი 2050 წლამდე ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიღწევას გეგმავს

სტამბულის აეროპორტი (IGA), Airport Council International-ის (ACI) ინიციატივის ფარგლებში, ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიღწევას გეგმავს. „ACI Net Zero 2050“-ის პროექტი 2019 წელს შეიქმნა და მსოფლიოს მასშტაბით კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად 238 აეროპორტი გააერთიანა.

სტამბულის აეროპორტის მხრიდან ნახშირბადის შესამცირებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. მათ შორისაა ენერგეტიკის (ISO 50001) და სათბურის აირების (ISO 14064) მართვის სისტემის შექმნა, ენერგოეფექტურობისთვის აუცილებელი სამუშაოები, ენერგო-აუდიტის მეშვეობით სისტემის გაუმჯობესება, სათბურის აირების კალკულაცია და გამაგრებითი სამუშაოები.

სტამბულის აეროპორტის განცხადებით, ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიღწევა მათი სამომავლო განვითარების გეგმის ერთ-ერთი ნაწილია. ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების გარდა, აეროპორტმა 2050 წლამდე მიზნის მისაღწევად განახლებადი ენერგიის მიღება და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა დაისახა მიზნად. გარდა ამისა, აეროპორტს სურს უფრო მეტი დამმუხტველი სადგური შექმნას, გაზარდოს ელექტროავტომობილების წილი, დიდი მოცულობის სატრანსპორტო საშუალებებში ბიოდიზელის, გათბობისა და ტრანსპორტირებისთვის კი, წყალბადის საწვავის გამოყენება.

თავის მხრივ, ACI EUROPE-ის გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა სტამბულის აეროპორტს კოლექტიური პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის და მნიშვნელოვანი წვლილისთვის კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. IGA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ქადრი სამსუნლუმ კი პირობა დადო, რომ მიუხედავად რთული სამუშაოებისა, 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიის გეგმა შესრულებული იქნება, რაც ერთგვარი პასუხისმგებლობაცაა მომავალი თაობის წინაშე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *