აგვისტოში საქართველოში 247 ათასი ტურისტი შემოვიდა

აგვისტოში საქართველოში 247 ათასი ტურისტი შემოვიდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოში საქართველოში 308,674 ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 247,222 ტურისტი იყო (24 საათზე მეტ ხანს დარჩა საქართველოში).

2020 წლის აგვისტოსთან შედარებით, მიმდინარე წლის აგვისტოში 6-ჯერ მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 7-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით ვიზიტორები მნიშვნელოვანად არის შემცირებული. 2019 წლის აგვისტოში მილიონი ვიზიტორით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2021 წლის აგვისტოში. მათ შორის, ტურისტების რაოდენობა 506 ათასით მეტი იყო.

მიმდინარე წლის აგვისტოში ყველზე მეტი – 40 ათასამდე ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. ხოლო თურქეთიდან 34,847, უკრაინიდან 29, 372, სომხეთიდან 22,733 და საუდის არაბეთიდან 16,436 ვიზიტორი გვყავდა.

რვა თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 4%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 32%-ით შემცირდა. რვა თვეში საქართველოში ჩამოვიდა მილიონი ვიზიტორი, საიდანაც ტურისტი 883 ათასი იყო.

10 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

ქვეყანა

ვიზიტორების რაოდენობა

რუსეთი

39,909

თურქეთი

34,847

უკრაინა

29,372

სომხეთი

22,733

საუდის არაბეთი

16,436

ბელარუსი

13,494

ყაზახეთი

12,221

აზერბაიჯანი

11,181

პოლონეთი

6,954

გერმანია

4,567

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *