TBC Capital: წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია 13 პროცენტიანი ინფლაცია

TBC Capital: წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია 13 პროცენტიანი ინფლაცია

TBC Capital-მა ქვეყნის ეკონომიკის ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა. ინფლაცია მიმდინარე წლის განმავლობაში ყოველთვიურად იმატებდა და აღნიშნული ტენდენცია აგვისტოს თვეშიც გაგრძელდა. ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა აგვისტოში 12.8% შეადგინა, რისი მიზეზიც ძირითადად კომუნალური გადასახადების, ტრანსპორტისა და სურსათის გაძვირებაა.

თუმცა, ფასების ზრდა სხვა კატეგორიებშიც შეინიშნება, რაც მიმდინარე ინფლაციის ფართოდ გავრცელების შედეგი შეიძლება იყოს. „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამომხმარებლო კალათის საქონლისა და მომსახურების 305 კომპონენტიდან, 268 გაძვირდა, 9-ის ფასი კი უცვლელი დარჩა. საინტერესოა, რომ კლება მხოლოდ 28 კომპონენტში დაფიქსირდა. 268 გაძვირებული საქონლიდან კი 134 კომპონენტი ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა.

გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ასევე ვკითხულობთ, რომ 2021 წლის აგვისტოში, სეზონურობის გამორიცხვით, წინა თვესთან შედარებით ფასების ზრდამ ინფლაციის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. გარდა ამისა, ყოველთვიური ინფლაცია ნაკლები იყო წინა ორი თვისაგან განსხვავებით.

მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციის, ლარის გამყარებისა და სტაბილური სასაქონლო პროდუქტების ფასების ფონზე, მომდევნო თვეებში ინფლაციის თვიური მაჩვენებლის შემცირებაა მოსალოდნელი.

TBC Capital-ი 2021 წლის ბოლოსათვის ორნიშნა, უფრო ზუსტად კი, 13%-იან ინფლაციას ვარაუდობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *