სტარტაპებისათვის კაპიტალის მოძიების პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. თუმცა, თუკი გარკვეულ ნაბიჯებს სწორად გადადგამთ, შესაძლოა პროცესი შედარებით მარტივი გახდეს. აქამდე არსებული პრაქტიკების დაკვირვებით Forbes-ი სტარტაპებისათვის 7 საკვანძო ქმედებას უყრის თავს, რომელთა გათვალისწინებაც საქმეს უფრო შეამსუბუქებს.
- არ გაამახვილოთ ყურადღება დღევანდელ მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე. რეალურად, დღეს სახსრების მოძიებისათვის იდეალური გარემოა და დამფინანსებლების რაოდენობაც იმაზე მეტია, ვიდრე კომპანიას ესაჭიროება. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად დამატებითი სახსრების მოძიებით მონიჭებული სტრატეგიული უპირატესობისა, ეს შესაძლოა უარყოფითად აისახოს ბიზნესზე. მთავარია, ზუსტად დათვალოთ, რა რაოდენობის თანხა გესაჭიროებათ.
- იპოვეთ თქვენი სამიზნე ვენჩურული კაპიტალისტები. ენდეთ მხოლოდ ისეთ ვენჩურულ კაპიტალისტებს, რომლებიც კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. ეს რჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კომპანიის ფუნქციონირების საწყის ეტაპზეა.
- ყურადღება მიაქციეთ მოლაპარაკებების დროს. ტიპური 45-წუთიანი მოლაპარაკებიდან, 15 წუთი დაუთმეთ იდეის გაცნობას, დანარჩენი ნახევარი საათი კი დისკუსიისათვის მოიტოვეთ. ინვესტორს შეხვედრის დატოვების შემდეგ კომპანიაზე კარგი შთაბეჭდილება უნდა დარჩეს. პასუხგაუცემელი კითხვები მას დააეჭვებს.
- მკაცრად განსაზღვრეთ ვადები. ასე ინვესტორებს უფრო დიდი ხნით მოიზიდავთ. ინვესტიციების რაუნდის ვადების სწორი განსაზღვრა მათ ყურადღებას კიდევ უფრო მეტად მიიპყრობს. გარდა ამისა, იყავით მოქნილნი იმ ინვესტორებისათვის, რომლებიც მოგწონთ. თუმცა დაანახეთ მათ, რომ ეს გამონაკლისია და არა თქვენი ქცევის წესი.
- შეზღუდეთ მონაცემების გაზიარების მოცულობა. არ გაუზიაროთ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მონაცემები ყველა ვენჩურულ კაპიტალისტს, რომელთაც შეხვდებით. ამით მათ კომპანიისადმი მეტი ინტერესი გაუჩნდებათ, კითხვების შემთხვევაში კი იყავით ოპერატიულები.
- იცოდეთ მოსალაპარაკებელი საკითხის საუკეთესო ალტერნატივა. სხვაგვარად ცნობილი როგორც თუ მოლაპარაკებების პროცესი თქვენთვის პირველია, შემოიკრიბეთ ყველა: მეგობრები, თანამშრომლები, იურიდიული მრჩევლები, რათა ბოლოს შეთანხმებას საკუთარი თავის წინააღმდეგ არ მოაწეროთ ხელი.
- მოითხოვეთ აღსრულებაზე გადასვლის პროცესის დაჩქარება. როგორც წესი, ვენჩურული კაპიტალისტები ვადიან დოკუმენტს მალევე გასცემენ, რომლის აღსრულებაც იურისტების მონდომებაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, წინასწარ შეარჩიეთ კვალიფიციური იურისტი აღნიშნული პროცესის დასაჩქარებლად.