თაობათა ცვლა საინტერესოა, მაგრამ მენტალობა თუ არ შეიცვალა, არაფერს აქვს აზრი - ჭყონია

თაობათა ცვლა საინტერესოა, მაგრამ მენტალობა თუ არ შეიცვალა, არაფერს აქვს აზრი - ჭყონია

თაობათა ცვლა საინტერესოა, მაგრამ მენტალობა თუ არ შეიცვალა, არაფერს აქვს აზრი, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა „რედაქტ2“-ში სტუმრობისას აღნიშნა. როგორც მან განაცხადა, როდესაც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებასა და უკეთეს განვითარებაზე ვსაუბრობთ, ორიენტირი უნდა გაკეთდეს არა ადამიანების ერთგულებაზე, არამედ კომპეტენციასა და  სპეციალიზაციაზე.

„დღეს თავისი საქმის სპეციალისტები სჭირდება ქვეყანას. ხშირ შემთხვევაში რა არის განვითარების დაბალი დონის მიზეზი? – შესაძლებელია, ადამიანი განათლებით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ მლიქვნელობით, ნდობის მოპოვებით და რაღაცა მოგონილი ერთგულებით – არადა, უცოდინარი ადამიანი ვერ იქნება ერთგული – ის პოზიცია დაიკავოს,  რომელიც საშუალებას აძლევს, მოერგოს სტატუსს და არ იფიქროს პროგრესზე, ქვეყნის განვითარებაზე;

სამწუხაროდ, ეს მენტალიტეტი დიდხანს მოგვყვება…  იმ დღეს დავფიქრდი – დღევანდელ თაობას, ვინც ახლა მართავს ქვეყანას, მათაც ხომ ელოდა ვიღაც, როგორც ახალგაზრდა თაობას და რა შედეგი მივიღეთ? – არაფერი. ე.ი.  თაობათა ცვლა საინტერესოა, მაგრამ მენტალობა თუ არ შეიცვალა, არაფერს აქვს აზრი“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ბიზნესი სერიოზული ცვლილებების მოლოდინშია.