მუსიკალური ლიცენზირების ბრიტანულმა ორგანიზაციამ, Phonographic Performance Limited-მა, Pink-ს გაერთიანებულ სამეფოში 21-ე საუკუნეში ყველაზე ხშირად მოსმენილი მომღერალი ქალის ტიტული მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ მომღერლების სარეიტინგო ქულები დამოკიდებული იყო მათი ნაწარმოებების ნებადართულ გაჟღერებაზე გაერთიანებული სამეფოს რადიოსა და სატელევიზიო ეთერებში.
მომღერალ Pink-ის, როგორც სოლისტის, კარიერა 2000 წელს დაიწყო: მან სადებიუტო ალბომი „Cant’ Take Me Home“ წარადგინა, რომელიც მაშინვე სენსაციად იქცა.
Pink-ის სოლო-კარიერა 2000 წელს, სადებიუტო ალბომ „Can’t Take Me Home“-ით დაიწყო – იმ დროს ეს ალბომი ოთხასი ათასმა ადამიანმა შეიძინა. თუმცა მსოფლიო დონის მომღერლად ის 2001 წელს, ალბომ „Missundaztood“-ის წარდგენით იქცა, რომელიც თორმეტმა მილიონმა ადამიანმა შეიძინა. Pink-ს არაერთი მუსიკალური ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის სამი Grammy და ორი Brit-ი.
ცნობისთვის, Phonographic Performance Limited-ის რეიტინგში ასევე მოხვდნენ მადონა, კეტი პერი, ადელი და კაილი მინოუგი.
დატოვე კომენტარი