მდიდარი ადამიანები სახლებს ყიდულობენ მხოლოდ იმისთვის, რომ თავიანთი იახტები “დააპარკინგონ“, – ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს New York Post-ი.
გამოცემის ცნობით, როდესაც ივლისში ფლორიდაში სანაპიროზე მდებარე 372 კვ.მ ფართობის სახლი $2 მილიონად გაიყიდა, ბროკერი ჩად კაროლი გაოცებული იყო. ნიუ-იორკელ მყიდველს სახლი არდადეგების გასატარებლად არ უყიდია. მას მხოლოდ თავისი იახტის გაჩერება სურდა. გასულ წელს ასევე 790 კვ. მ ფართობის სახლი $6.5 მილიონად სწორედ ამ მიზნით შეიძინეს.
ბროკერების თქმით, სამხრეთ ფლორიდაში იახტების და ნავების გაყიდვები გაიზარდა, განსაკუთრებით პანდემიის დაწყების შემდეგ, ამან კი თავისთავად სანაპიროზე მდებარე სახლებზე მოთხოვნა გაზარდა, ვინაიდან მფლობელებმა სადმე ხომ უნდა განათავსონ ტრანსპორტი.
“ნავები კოვიდ-უსაფრთხო ტრანსპორტია, რასაც გართობისთვის იყენებენ. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ უკვე უამრავ ადამიანს, რომლებიც სანაპირო სახლებს, ან საპარკინგე ადგილებს ყიდულობენ თავიანთი ტრანსპორტისთვის“, – განაცხადა ბროკერმა ნათან ზედერმა.
მსგავსი საპარკინგე ადგილების და სახლების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ვენეციის კუნძულები, რომელიც ასევე ფლორიდაში მდებარეობს.
დატოვე კომენტარი