შვეიცარული შოკოლადის გაყიდვები კორონავირუსის პანდემიის გამო დაეცა. როგორც Reuters-ი წერს, 2020 წლის პირველი რვა თვის განმალობაში პანდემიის შედეგად რითეილ და ჰორეკა სექტორის მუშაობა შეფერხდა, რაც შესაბამისად აისახა შოკოლადის ინდუსტრიაზეც. შვეიცარული შოკოლადის გაყიდვების კლებამ 14.3% შეადგინა.
ინდუსტრიის ასოციაცია Chocosuisse-ის განცხადებით, გაყიდვების შემცირება განსაკურებით აგვისტომდე შეინიშნებოდა, რა დროსაც პროცენტულად კლების მაჩვენებელმა 21.5%-ი შეადგინა. შემცირება როგორც ექსპორტის, ასევე შიდა ბაზარზე გაყიდვების კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო.
შვეიცარული შოკოლადის 70% ექსპორტზე გადის. ინდუსტრია განსაკუთრებით მოგზაურობის შემცირებისა და ტურიზმის სექტორის შესუსტებით დაზარალდა.
“ამ მნიშვნელოვან ბაზრებზე, აღდგენის პროცესი კიდევ დიდხანს არ შეინიშნება“, – განაცხადეს Chocosuisse-ში.
ცნობისთვის, 2019 წელს შვეიცარიის შოკოლადის ინდუსტრიის გაყიდვებმა 1.787 მილიარდი შვეიცარული ფრანკი შეადგინა, რაც $1.97 მილიარდს უდრის.
დატოვე კომენტარი