Sotheby's-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დაახლოებით $8 მილიონიანი სახლი შეიძინა

Sotheby's-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დაახლოებით $8 მილიონიანი სახლი შეიძინა

Sotheby’s-ის აუქციონის სახლის ყოფილმა ხელმძღვანელმა და პრეზიდენტმა თომას სიდნეი სმიტმა დაახლოებით $8 მილიონიანი სახლი შეიძინა. უძრავი ქონება ფლორიდის ქალაქ პალმ ბიჩში მდებარეობს. გარიგების მიხედვით, სმიტმა და მისმა მეუღლემ 567.5 კვ.მ ფართობის სახლი იყიდეს.

სახლი თებერვალში $9 მილიონად იყიდებოდა.

აღნიშნული უძრავი ქონება ახალაშენებულია. მას ხუთი საძინებელი, ექვსი სააბაზანო, ლიფტი, ბიბლიოთეკა და აუზი აქვს.

ცნობისთვის, ძვირადღირებული ფეშენებელური სახლები პალმ ბიჩში პანდემიის პერიოდში დიდი ოდენობით გაიყიდა. მიმდინარე თვეს კიდევ ერთი სახლი $7.2 მილიონად გაყიდეს. ასევე ერთ-ერთი საინვესტიციო კომპანიის დამფუძნებელმა ერთ-ერთი ვილა $5.5 მილიონად იყიდა.

აღსანიშნავია, რომ სმიტი აუქციონის სახლის პრეზიდენტი 2015–2019 წლებში იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *