აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ და სახელმწიფო ჯანდაცვის სააგენტოებმა შეერთებული შტატების მოქალაქეების კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ უზრუნველყოფა გადაწყვიტეს. ამის შესახებ Foxnews-ი წერს.
“ჩვენს ადგილობრივ ჯანდაცვის სააგენტოებთან ერთად ვმუშაობთ, რომ აშშ-ის მოქალაქეები რაც შეიძლება მალე უზრუნველვყოთ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინით,” – აცხადებს ჯანდაცვის და ადამიანური რესურსების მდივანი ალექს აზარი.
ვაქცინაციის პროცესი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების აცრით დაიწყება. მაგალითად როგორიცაა, მედ-პერსონალი, ე.წ. წინა ხაზზე მომუშავე ადამიანები და მაღალი რისკის ჯგუფები. მას შემდეგ, რაც ეს ჯგუფები აიცრება, შემდეგ უკვე ნებისმიერი მსურველის ვაქცინაცია დაიწყება.
ცნობისთვის, ამ დროისთვის რამდენიმე ვაქცინას აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ მიიღოს ლიცენზია არჩევნებამდე. თითოეული ადამიანს აცრის ორი დოზა დასჭირდება 21-28 დღის ინტერვალში. მეორე დოზაც იგივე მწარმოებელს უნდა ეკუთვნოდეს.
აღსანიშნავია, რომ მაისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 20% არ აიცრებოდა, 31% დარწმუნებული არ იყო, რომ სურდა აცრა. გამოკითხვის შედეგების გასაჯაროვების შემდეგ, დემოკრატებმა სკეპტიციზმი გამოხატეს იმ ვაქცინის მიმართ, რომელიც ნოემბრის არჩევნებდა მიიღებდა ლიცენზიას. თუმცა, თეთრი სახლის მაღალჩინოსნებმა ანაცხადეს, რომ ვაქცინის შემუშავების პროცესზე პოლიტიკა არანაირ გავლენას იქონიებს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox & Friends-ის ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვაქცინა რამდენიმე კვირაში შეიძლება გახდეს ლიცენზირებული.
დატოვე კომენტარი