მსოფლიოში ვაქცინების უდიდესი მწარმოებლის Serum Institute of India-ს აღმასრულებელი დირექტორი ადარ ფუნაუალა ამბობს, რომ იგი პანდემიის დაძლევას 2024 წლამდე არ მოელის. ამის შესახებ Foxbusiness წერს.
ფუნაუალას თქმით, ოპტიმისტური დამოკიდებულების მიუხედავად, ბევრი ფარმაცევტული კომპანია ჯერ მილიონობით ვაქცინის წარმოებასთან ახლოსაც არ არის. ადარ ფუნაუალას კომპანია ვაქცინის მილიარდ დოზას დაამზადებს, თუმცა ფუნაუალა მიიჩნევს, რომ მოსახლეობას ათობით მილიარდი დოზა დასჭირდება.
დღესდღეობით, ფარმაცევტული კომპანიები ისტორიული რაოდენობის რესურსებს იყენებენ, რათა მალე შეიმუშავონ ვაქცინა ვირუსისთვის, რომელმაც 940,000 ადამიანი იმსხვერპლა და 30,000,000 დააინფიცირა.
“იმისათვის, რომ დედამიწის მთლიანი მოსახლეობა აიცრას, საჭირო იქნება 4 წელიწადი,” – ამბობს ადარ ფუნაუალა.
დატოვე კომენტარი