რას აკეთებს პატარა ტეხასური კომპანია საქართველოში მილიონი აკრის ტერიტორიაზე? – Forbes-ი "ფრონტერაზე"

რას აკეთებს პატარა ტეხასური კომპანია საქართველოში მილიონი აკრის ტერიტორიაზე? – Forbes-ი "ფრონტერაზე"

ნავთობის პოლიტიკა: რას აკეთებს პატარა ტეხასური კომპანია საქართველოში მილიონი აკრის ტერიტორიაზე? – ამ სათაურით Forbes-ი სტატიას აქვეყნებს „ფრონტერაზე“ და მის საქართველოში საქმიანობაზე.

სტატიის ავტორი “ფრონტერასა“ და საქართველოს მთავრობას შორის არსებული დავის შესახებ წერს და ამ ამერიკული კომპანიის საქართველოში 1997 წელს შემოსვლას აღწერს.

“პატარა კომპანიამ დიდი იმედებით, განაცხადა თავისი სურვილის შესახებ აღმოეჩინა ბუნებრივი აირის და ნავთობის მარაგები განვითარებად ბაზრებზე“, – წერია სტატიაში.

ავტორი ასევე მიმოიხილავს ამერიკის ინტერესებს საქართველოში და წერს, რომ აშშ-ი 1997 წელს კავკასიით დაინტერესებული იყო, განსაკუთრებით საქართველოთი, და ეს ახლაც ასეა. “აშშ-ი საქართველოს ხედავდა მთავარ საყრდენად თავის მეზობლებთან – თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად რუსეთის რეგიონული გავლენის წინააღმდეგ“, – წერს ავტორი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, “ფრონტერა“ თავის მარცხს საქართველოში გეოლოგების მიერ გათხრების სირთულის არასათანადოდ შეფასებას უკავშირებს. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ არასაკმარისი მიწოდების ქსელის გამო გართულდა ოპერირება შორს მდებარე ქვეყანაში, თუმცა, ის აცხადებს, რომ ჯერ კიდევ სწავლების პროცესშია და წარმატების მიღწევას გათხრებით ელოდება.

“კომპანიის ქართველი მუშები 2019 წლის ზამთარში გაიფიცნენ, ისინი აცხადებდნენ, რომ 11 თვის განმავლობაში მათ ხელფასები არ მიუღიათ. საბოლოოდ მათ საქართველოს სახელმწიფო ნავთობკომპანიამ გადაუხადა“, – წერს ავტორი და დასძენს, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა მეტწილად სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულდა “ფრონტერასთან“. თუმცა, სტატიის ავტორის თქმით, „ფრონტერაც“ გამარჯვებას იჩემებს.

“[დავით] თვალაბეიშვილმა განგვიცხადა, რომ არბიტრაჟის პირობების მიხედვით, დავის მონაწილე მხარეებმა ორმხრივ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ არბიტრაჟის წარმომადგენელთა გადაწყვეტილების ტექსტის გამოქვეყნებაზე. თუმცა, ჯერ საქართველოს არ მიუღია „ფრონტერასგან“ თანხმობა, ამიტომაც მას არ შეუძლია სრული შეთანხმების გასაჯაროება“, – წერს ავტორი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიამ საარბიტრაჟო პროცესის პარალელულად, მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართა და ამერიკის პოლიტიკური ზეწოლა გამოიყენა ინტენსიური ლობისტური მცდელობებით.

სტატიაში წერია, რომ როგორც The Houston Chronicle-მა დაწერა, “ფრონტერამ“ $500 000 გადაუხადა ლობისტურ კომპანია Cornerstone Government Affairs-ს. სხვადასხვა კამპანიებში კი კომპანიის თავმჯდომარემ სტივ ნიკანდროსმა და სხვა მაღალჩინოსნებმა $180 000-ზე მეტი დახარჯეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *