ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განცხადებით, პანდემიის გამო ბავშვების სკოლებში სიარულის შეფერხება ნიშნავს იმას, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა 1.5%-ით შემცირდება დარჩენილი საუკუნის მანძილზე. OECD აცხადებს, რომ მშპ-ის პროგნოზირებული დანაკარგი აშშ-ში დაახლოებთ $15.3 ტრილიონის ტოლი იქნება.
ამასთან, ორგანიზაციის მოლოდინის მიხედვით, სწავლისთვის განკუთვნილი დროის დაკარგვა გარკვეული უნარების დაკარგვასაც გამოიწვევს, რაც პროდუქტიულობაზე უარყოფითად აისახება. შედეგად, OECD-ის დოკუმენტში ნათქვამია, რომ სკოლის გაცდენის საფასური რიგითი ქვეყნისთვის შესაძლოა, ამჟამინდელი შიდა პროდუქტის 69%-იც კი გახდეს.
სიზუსტისთვის, სასწავლო პროცესის დროებითი შეფერხებით მხოლოდ დღევანდელი მოსწავლეები ზარალდებიან და არა მომავალი.
OECD ამბობს, რომ სკოლების არ გახსნის შემთხვევაში ფისკალური დანაკარგი კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა, დოკუმენტში ნახსენები რეკომენდაციიდან გამომდინარე, OECD თვლის, რომ მნიშვნელოვანია განვითარდეს დისტანციური სწავლების კულტურა, რათა არ წარმოიქმნას სწავლასთან დაკავშირებით მსგავსი პრობლემები მომავალშიც.
დატოვე კომენტარი