Microsoft-ი საუკეთესო გზაა პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელი ინსტრუმენტების ამომავალ თამაშში ჩაბმისა. ამ კორპორაციული პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა 2018-ში GitHub-ი შეიძინა – GitLab-ის ღია პლატფორმის მეტოქე. სრული სააქციო პაკეტის $7.5-მილიარდიანმა შესყიდვამ Microsoft-ს გაუჩინა წვდომა Linux- ის კომუნაზე, რაც მისი ინსტრუმენტებისა და სერვისების გამოფენის ერთგვარი საშუალებაა და პროგრამების შემქმნელთა კომუნის მონეტიზების გზა.
2019-ის 30 ივნისს დამთავრებულ ფისკალურ წელს მისმა Intelligent Cloud-ის განყოფილებამ (სადაც GitHub-ი მოხვდა) განაცხადა, რომ მისი შემოსავალი $39 მილიარდს შეადგენდა, ოპერაციული შემოსავალი კი $13.9 მილიარდს, 21%-ის და 20.9%-ის მოგებებით, შესაბამისად. მართალია, Microsoft-ის აქციების ფასი 2020-ში, უხეში გათვლით, 28%-ითაა გაზრდილი, კომპანიის მიერ გადადგმულმა დიდმა ნაბიჯებმა პროგრამათა შემქმნელებისკენ და მისი cloud-ის ბიზნესის ზრდამ, შესაძლოა, ერთ წელიწადში აქციები $290-მდე ასწიოს, რაც 41%-იანი დაწინაურება იქნება ამჟამინდელთან შედარებით.
ჯონ დ. მარკმენი Forbes- ის საინვესტიციო სტრატეგიების მესვეტეა.
დატოვე კომენტარი