6.8%-იანი შემცირების შემდეგ, ჩინეთის ეკონომიკამ პანდემიის შემდეგ პირველი ზრდა მიმდინარე კვარტალში აჩვენა. აღსანიშნავია, რომ სხვა ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის, ჩინეთი პირველია, რომელმაც ზრდა დაიწყო.
ეკონომისტების თქმით, ჩინეთის ეკონომიკა სხვა დიდ ქვეყნებზე უფრო მალე აღდგება, და ამის მიზეზი ქვეყნის კომუნისტური პარტიის მიერ დაწესებული მკაცრი ჯანდაცვის რეგულაციები იქნება.
ჩინეთში ბევრი ინდუსტრია უკვე თითქმის ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. თუმცა, შესაძლო უმუშევრობის შიშით, მომხმარებლები კვლავ ნაკლებს ხარჯავენ. გასულ სამ თვეში, ქარხნების წარმოება 4.4%-ით გაიზარდა, თუმცა გაყიდვები 3.9%-ით მაინც შემცირებულია.
მაისში, სახელმწიფო $280 მილიარდს დახარჯავს ფინანსური დახმარების კუთხით. ამ მხრივ ჩინეთი არ უერთდება აშშ-სა და იაპონიას, სადაც ტრილიონობით დოლარი დაიხარჯა დაზარალებულთა დასახმარებლად. ამბობენ, რომ მსგავსი მასშტაბის დახმარება ჩინეთის უკვე გაზრდილ სახელმწიფო ვალს კიდევ უფრო გაზრდის.
დატოვე კომენტარი